გიგი უგულავა - გამოდის თმაგაჩეჩილი პატარა ბავშვი, რომელმაც თვითონაც არ იცის, რას ლაპარაკობს ჰაკიმ ფაშა არის სწორედ ღარიბაშვილი და ივანიშვილი, - ამის შესახებ თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებულმა მერმა გიგი უგულავამ "ტელეიმედის" გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.
როგორც საგანგებო ბრიფინგზე მთავარ პროკურატურაში განაცხადეს, ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე, სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე 2014 წლის 20 მარტს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ყოფილი გამგე ლევან ჩაჩუა დააკავა.
თუ გოგლა ჟვანია კვლავ დაიწყებს სპეკულირებას, მოვუწოდებ პროკურატურას გაასაჯაროვოს FBI-ს დასკვნა. უფლებადამცველი თეა თუთბერიძე ,,იუთუბით“ გავრცელებულ კადრებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ არსებობს FBI-ს დასკვნა, რომელსაც ამ დრომდე გრიფი ,,საიდუმლო“ ადევს.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის ინიციატივას დეპუტატის იმუნიტეტის შესუსტებასთან დაკავშირებით გაუმართლებლად მიიჩნევს.
"ალასანია სამხედრო ბაზებში კამერების თანხლებით დაიარება და სამხედროების ბედი, ყოფა და საბრძოლო მზადყოფნა არ აინტერესებს", "ობობას კრიმინალური ქსელი" ციხის საავადმყოფოებშია!", "ჩვენმა შეშინებულმა ხელისუფლებამ უკრაინის მოვლენებში მფრთხალი და უპრინციპო პოზიცია აირჩია"
გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია აცხადებს, რომ ფარული სატელეფონო მოსმენები სპეციალური ინსტრუქციით ხორციელდება, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის საიდუმლო ბრძანებით არის დამტკიცებული.
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ დეპუტატ როლანდ ახალაიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მიზნით დეპუტატების თანხმობის მისაღებად მთავარი პროკურატურის მიმართვაზე პარლამენტის შესაძლო რეაგირების თაობაზე საზოგადოებას 17 მარტს ეცნობება.
დეპუტატები, რომლებმაც საკანონმდებლო ორგანოში სხდომები არასაპატიო მიზეზით გააცდინეს, დაჯარიმდებიან. მათ წინააღმდეგ კი რეგლამენტით გათალისწინებული სანქციები ამოქმედდება, რომელიც ხელფასის 10%-ით შემცირებას გამოიწვევს.
13 მარტს, 11:00 საათზე სასტუმრო „თბილისი მარიოტში“, თამარ მეფის დარბაზში ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძე საგანგებო ბრიფინგს გაიმართა. კომპანიის მიერ გავრცელებული ანონსის თანახმად, ბრიფინგის თემაა: „ელიტ ელექტრონიქსის“ გადარჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელია!“
მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?