ნატო თათუხაშვილმა, თოქშოუში არჩევანი, შალვა თათუხაშვილის ბოლო სიტყვებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. "გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე შალვა იმყოფებოდა ჩემს ოჯახში, სადაც მან მომიყვა, რომ ჩვენებაზე მოაწერინეს ხელი, თავზე ედოთ იარაღი და ყურებთან ისროდნენ იარაღს.
შსს განცხადებით - დღეს დილით დააკავეს კოალიცია ქართული ოცნების, აფხაზეთის ახალგაზდული ორგანიზაციის თავმვჯდომარე ირაკლი პერტენავა და პოლიტიკური პარტია ჩვენი საქართველოს თავისუფალი დემოკრატების აფხაზეთის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი ზურაბ ფიფია.
„მოსამართლე, როცა კონკრეტულ საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად მოწმე სააკაშვილის დაკითხვას საჭიროდ მიიჩნევს, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი მზად არის, skype-თი ჩაერთოს და ჩვენება მისცეს,“ - თქვა თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ თოქ-შოუ "პოზიცია"-ს ეთერში.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეწყალების ახალი წესი დაამტკიცა. პრეზიდენტის ბრძანებულების მიხედვით, შეწყალების მისაღებად თავის დამნაშავედ ცნობა და მონანიების შესახებ განცხადებით მიმართვა სავალდებულო არ იქნება.
ტექნიკურ დასკვნაში შავით თეთრზე წერია, რომ ექსპერიმენტის დროს გაზის გამათბობელი აბსოლუტურად გამართულად მუშაობდა და არანაირი სასიკვდილო გარემო არ შექმნილა,- ამის შესახებ საქართველოს გარდაცვლილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას ძმამ – გოგა ჟვანიამ სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს. საქმე ეხება სამინისტროს მიერ 24 მარტს გავრცელებულ განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ შსს-მ „ადვოკატთა ასოციაციის" წევრი თაღლითობის ფაქტზე დააკავა.
„ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ბარამიძემ განცხადება გაავრცელა, სადაც გარდაცვლილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას საქმეს გამოეხმაურა. მისი თქმით, ხელისუფლებას ხალხისთვის გამოძიების საბოლოო შედეგების გაცნობა მოუწევს.
ექს-პრეზიდენტის დედას, გიული ალასანიას საქართველოს მთავარმა პროკურატურამ შვილის, მიხეილ სააკაშვილის საგამოძებო უწყებაში დაბარების უწყება ცოტა ხნის წინ გადასცა.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერი ზურაბ ჟვანია და რაულ უსუპოვი უბედური შემთხვევის შედეგად არ გარდაცვლილან. მისი თქმით, ცხედრების ინტერნეტში გავრცელებული ფოტოები პირველად ნახა.
შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ელენე თევდორაძის განცხადებით, ზურაბ ჟვანიას საქმეს წინა ხელისუფლების დროსაც და ახლაც ერთი და იგივე გამომძიებელი იძიებს.
მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?