უმუშევრობა უპირველესი პრობლემაა, რომელსაც ვერც ერთი ხელისუფლება ვერ მოერია. ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში უმუშევარია საერთო მოსახლეობის 15%, ანუ დაახლოებით 305 ათასი კაცი. თუმცა, დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასებით, საქართველოში უმუშევრობა რეალურად გაცილებით მაღალ ნიშნულს აღწევს და მოსახლეობის მესამედს არა აქვს სამსახური. ფინანსთა მინისტრის შეფასებით, 2013 წლის სამი კვარტალის განმავლობაში ქვეყანაში დაახლოებით 30 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. ეს განცხადება ნოდარ ხადურმა რამდენიმე დღის წინ გააკეთა და აღნიშნა, - მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს ეკონომიკური ზრდის ტემპი შენელდა, უმუშევრობა მაინც მცირდებაო.

სამწუხაროდ, ციფრები ხშირად ვერ ასახავს რეალობას. გასული წლის განმავლობაში, არაფერი შეცვლილა ჩვენი თანამოქალაქეებისთვის უმუშევრობის ან დასაქმების თვალსაზრისით.

21-01-2014, 03:16



მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი