2019 წლის პირველი იანვრიდან, ნაღდი ფორმით ანგარიშსწორების 1 თეთრის სიზუსტით განხორციელების პრინციპი "დამრგვალების მეთოდით" შეიცვლება.
გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის შედგენისას, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ბიზნესმენთა გამოკითხვის მეთოდს იყენებს.
თბილისში მიწის ნაკვეთებზე ფასები არ გაზრდილა, თუმცა მოთხოვნა შემცირდა. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას უძრავი ქონების სააგენტოებში აცხადებენ, ბოლო პერიოდში უცხოელებისთვის ბინადრობის მინიჭების უფლება გართულდა, რაც შესაძლოა, მოთხოვნის შემცირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყოს.
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის განცხადებით, ისინი აქტიურად არიან ჩართულები სათამაშო ბიზნესის ახალ რეგულაციებზე მუშაობის პროცესში და ყველა მხარესთან კომუნიკაცია აქვთ.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემით, ქალის საშუალო ხელფასი კაცის ხელფასის მხოლოდ 64%-ს შეადგენს. ოფიციალური მონაცემებით, ქალის საშუალო ხელფასი კაცის ხელფასთან შედარებით 35.6%-ით ნაკლებია.
სექტემბერში საწვავის ფასმა ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე ერთ ლიტრზე საშუალოდ 5-8 თეთრით მოიმატა.
ლარი ბოლო ერთი თვის განმავლობაში თითქმის 5 პუნქტით გაუფასურდა. ამ დროს კი ეროვნულმა ბანკმა ბაზრიდან 15 მლნ დოლარი ამოიღო, რითაც ლარს გამყარების საშუალება არ მისცა.
კვალიფიკაციისა და საჭირო უნარების არქონის გამო 2030 წლისთვის შესაძლოა, 2 მილიარდი ახალგაზრდა სამსახურის გარეშე აღმოჩნდეს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბლოკჩეინთან დაკავშირებით საქართველო უკვე არის მსოფლიო რუკაზე. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც საკმაოდ დიდი ინვესტიციები განხორციელდა ციფრული მაინინგის სფეროში, რადგან გვაქვს ძალიან ხელსაყრელი პირობები ბიზნესის წარმოებისთვის და გვაქვს ასევე ელექტროენერგიის, კერძოდ, ჰიდროელექტროენერგიის საკმაოდ დიდი რესურსები“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ თბილისში ციფრული მაინინგის მსოფლიო სამიტის გახსნის ღონისძიების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?