Android 12-ის გამოშვების თარიღი გამოცემისთვის XDA Developers გახდა ცნობილი. კომპანია Google სმარტფონებისათვის ოპერაციული სისტემის (OS) საწყის კოდს 4 ოქტომბერს გამოაქვეყნებს.
Samsung-მა წარმოადგინა ახალი TV Block ტექნოლოგია, რომლის საშუალებითაც მოპარული მოწყობილობების დაბლოკვა იქნება შესაძლებელი.
კომპანია Amazon უნივერმაღის ტიპის საცალო ვაჭრობის მსხვილი ობიექტების გახსნას გეგმავს. ამის შესახებ The Wall Street Journal წყაროზე დაყრდნობით იუწყება. თავის პირველ უნივერმაღებს Amazon კალიფორნიისა და ოჰაიოს შტატებში გახსნის. თითოეული მათგანი 30 000 კვადრატული ფუტის ფართობზე განთავსდება.
სოციალურმა ქსელმა Twitter დაიწყო ღილაკის ტესტირება, რომლის დახმარებითაც მომხმარებები შეძლებენ გაასაჩივრონ ტვიტები, რომლებიც ცრუ ინფორმაციას შეიცავს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად სოციალური ქსელი ავრცელებს.
ამერიკული კორპორაცია Facebook სათვალეების ბრენდ Ray-Ban-თან თანამშრომლობით "ჭკვიან სათვალეებს" გამოუშვებს. ამის შესახებ გამოცემა The Verge წერს.
Tesla-მ ელექტრო სატვირთო მანქანების, Semi-ს გამოშვება 2022 წლამდე გადადო. ამის შესახებ TechCrunch წერს.
სოციალურმა ქსელმა Instagram-მა, განაცხადა რომ ახალ ფუნქციას ამატებს, რომლის საშუალებითაც მომხმარებლები შეძლებენ შეუსაბამო შინაარსის კონტენტის რაოდენობა დამოუკიდებლად აკონტროლონ. შესაბამისი განცხადება კომპანიის ოფიციალურ ვებვერდზე გამოქვეყნდა.
„ასკანელი ძმები“, „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, „ტიფლისსკი ვინნი პოგრებ“, „თბილღვინო“ და „ბადაგონი“ – ეს ღვინის უმსხვილესი ექსპორტიორი კომპანიების ხუთეულია, რომელთაც 2021 წლის იანვარ–მაისის პერიოდში საქართველოდან საერთაშორისო ბაზრებზე ყველაზე დიდი რაოდენობის ღვინო გაიტანეს.
გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?