ქათმის ფილეს სალათი ანანასით

 

ის ვინც გურმანია, ვფიქრობ ეს რუბრიკა დააინტერესებს და თვალს მიადევნებს ჩვენს მიერ გამოქვეყნებულ სასარგებლო და საინტერესო რჩევებსა და რეცეპტებს.

ქათმის სალათი ანანასითა და სიმინდით 

 

მასალა : 1 კგ ქათმის ფილე  

           1 ქილა   სიმინდის  კონსერვი

           1 ქილა  ანანასის  კონსერვი  

           200  გრამი   მაიონეზი

           მარილი  და შავი პილპილი გემოვნებით

 

ჩაყარეთ ქათმის მკერდის ფილე მარილიან ადუღებულ წყალში და ხარშეთ 30 წუთის განმავლობაში. სანამ ქათმის ფილე იხარშება,  დაჭერით ანანასი და მოათავსეთ

თასში, დაამატეთ  გადაწურული  სიმინდის  მარცვლები.   როგორც კი ქათმის   ხორცი  მოიხარშება ამოიღეთ წყლიდან, გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე.

შემდეგ დაჭერით პატარა ნაჭრებათ და დაამატეთ თასში მოთავსებულ ანანასსა და სიმინდს. შეაზავეთ მაინეზითა და სანელებლებით.

 

 

9-09-2018, 21:29    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი