ძლიერმა ქარმა თბილისში რამდენიმე შენობას სახურავი გადახადა და ავტომანქანა დააზიანა.

ძლიერმა ქარმა თბილისში რამდენიმე შენობას სახურავი გადახადა და ავტომანქანა დააზიანა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს დაგეგმილი რეისები არ შესრულდა. უამინდობის გამო, კომპანია "პეგასუსისა" და "თურქეთის ავიახაზების" ადმინისტრაციამ ფრენების გადადება გადაწყვიტა.

 

ძლიერმა ქარმა თბილისში რამდენიმე შენობას სახურავი გადახადა და ავტომანქანა დააზიანა.



 

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ136-კმ152 (ჩუმათელეთი-ხევი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალაძეებში 5-სულიანი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა. ზოიძეების საცხოვრებელი სახლი მეწყერმა მთლიანად გაანადგურა. სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.

შეგახსენებთ, რომ ინტენსიური თოვისა და ქარბუქის გამო, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ136-კმ152 (ჩუმათელეთი-ხევი) მონაკვეთზე აკრძალული იყო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. პირველი აპრილიდან გამოიდარებს და ტემპერატურაც შედარებით მოიმატებს. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსმა დოდო გვაზავამ განაცხადა მანამდე საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყინვა და ქარი შენარჩუნდება. ,, საქართველოში დღის განმავლობაში ცივი ამინი კვლავ შენარჩუნდება. ნალექი უმეტესად მოსალოდნელია თოვლის სახით. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი 20-25 მ/წმ-ში. რაც შეეხება ხვალინდელ ამინდის პროგნოზის საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კვლავ გავრცელდება ცივი ჰაერის მასები, რაც ღამის საათებში ყინვების გაძლიერებას გამოიწვევს როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში". მისივე განცხადებით მომდევნო დღეების განმავლობაში საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყინვა შენარჩუნდება, რომელიც ყვავილობის ფაზაში მყოფ კულტურებს დააზიანებს.

30-03-2014, 18:32    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი