ამ ქალაქს პატრონი არ ჰყავს? როდემდე უნდა ამახინჯონ თბილისი?!"

სოციალურ ქსელში "თანაინვესტირების ფონდის" გრანდიოზულ პროექტს "პანორამა - თბილისს" ცნობილები აკრიტიკებენ. ნინო გაჩეჩილაძე, მსახიობი: "ამ ქალაქს პატრონი არ ჰყავს?? როდემდე უნდა ამახინჯონ თბილისი?! ცოტნე გამსახურდია, ექს-პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ვაჟი: "მე <3 ჩემი ქალაქი!

 

რამდენადაც მახსოვს, თანაინვესტირების ფონდში აკუმულირებული კაპიტალი ქარხნების ასაშენებლად და სოფლის მეურნეობის აღორძინებისათვის უნდა დახარჯულიყო... არ მგონია, რომ ერთჯერადი პროექტი, რომლის ფარგლებშიც დროებით რამოდენიმე ათასი მუშა დასაქმდება, რაიმე სერიოზულ ეკონომიკურ შედეგს მოიტანს - ქვეყნისათვის, რა თქმა უნდა... თბილისის ისტორიული ცენტრი, რომელიც კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს თავისთავად, ერთპიროვნული და ვიტყოდი, ოდიოზური წესით ზემოქმედების მსხვერპლი არ უნდა გახდეს. თბილისი, ალმა-ათა, რიგა - დამსახურებულად ითვლებოდნენ ყოფილი სსრკ-ს ულამაზეს დედაქალაქებად. მრავალი ტანჯვა გადახდა ამ ქალაქს ლეკიშვილ-გაბაშვილებიდან დაწყებული, და ეს პანორამა ხომ მის კუბოში ბოლო ლურსმნის ჩაჭედებად შეიძლება ჩაითვალოს! მსოფლიოში ერთადერთი მეტნაკლებად დიდი ქალაქი, სადაც მსგავსი უცნაური საბაგიროთა მასშტაბური ინფრასტრუქტურა არსებობს, პროვინციული კოლუმბიური მედელინი გახლავთ. ჩემის აზრით, ეს ყველაფერი ხანგრძლივი საექსპერტო და ქალაქის მთავრობის განხილვის საგნად უნდა იქცეს".

 

"პანორამა - თბილისს" აკრიტიკებს ასევე თავდაცვის მინისტრის მეუღლე, ნათია ფანჯიკიძე. ამ თემასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მის პოსტს იზიარებს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი:

 

"ვეთახმები... რა ვქნა მომწონს თავისუფალი აზროვნების ადამიანები!", - წერს სალომე ზურაბიშვილი.

ექს-მინისტრი აპროტესტებს ასევე რუსთაველზე "მხატვრის სახლის" და კვერცხის ფორმის საბაგიროს პროექტს, რომელიც ვარდების მეოდანზე უნდა აშენდეს.

 

"და ასეთივეს აღდგენა ნუთუ არ შეიძლებოდა?"

 

ამბები.გე

 

"რაღა მიშობანა დაემართათ ამათაც .... ეს ვირუსია თუ რა ჯანდაბა?"

 

 

 

30-03-2014, 01:16    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი