ლანჩხუთის ”გურია" -ს პრეზიდენტის შვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა

მძიმედ დაჭრილი ლანჩხუთის ”გურიას” პრეზიდენტის შვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. გუნდის პრეზიდენტის, კობა მირზაშვილის შვილი, სერგი მირზაშვილი, ამ დილით, ე.წ. ”მიხაილოვის” საავადმყოფოში, გონსმოუსვლელად გარდაიცვალა. მომხდარის შესახებ იუწყება ”გურიის მოამბე”.

 

კობა მირზაშვილის შვილს, თავს,  გასულ კვირას, ადრე დილით, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან, ქალაქი თბილისი, წერეთლის გამზირი დაესხნენ.

 

გამოძიებისათვის ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა სერგი მირზაშვილი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, მათ შორის ერთი გამჭოლი ჭრილობა თავის არეში.

სერგი მირზაშვილი მძიმე მდგომარეობაში ე.წ. ”მიხაილოვის” საავადმყოფოში მოათავსეს. ”საინფორმაციო სააგენტო ევორდი”  ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და თანაუგრძნობს განსვენებულის ოჯახს.

26-03-2014, 17:13    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი