როგორ ჩამოვაყალიბოთ ეფექტური გუნდი

როგორ დააკომპლექტოთ და მოამზადოთ თქვენი გუნდი კომპანიის ბიზნესსტრატეგიის შესაბამისად. ეს პროცესი უნდა მოიცავდეს ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის ანალიზს, უფლებამოსილების განსაზღვრასა და დელეგირებას, თანამშრომლების წახალისებას, ტრენინგებს,  შიდა კომუნიკაციის ეფექტურ მექანიზმებს და გარე საკონსულტაციო საბჭოს ჩართულობას.  

 

ბიზნესგეგმის განხილვა და განახლება

უფლებამოსილების დელეგირება 

თანამშრომლების წახალისება

კომპანიის შიდა პოლიტიკა

სტრატეგიული გეგმა

სამუშაო პროცესების აღწერილობა 

ტრენინგების სახელმძღვანელო 

შინაგანაწესი 

შიდა და გარე კომუნიკაციის საშუალებები

საკონსულტაციო საბჭო

რეკომენდაციები 

 

 

ბიზნესგეგმის განხილვა და განახლება

 

ბიზნესი ასოცირდება რისკებთან. რაც უფრო მეტს იფიქრებთ საკუთარ ბიზნესზე, მისი გაფართოების გზებსა და დასახულ მიზნებზე, მით ნაკლები იქნება რისკი. ასევე უნდა იზრუნოთ ნიჭიერი და კომპეტენტური თანამშრომლების აყვანაზე, რომლებიც, თავის მხრივ, ვალდებული იქნებიან თქვენი საქმიანობის წარმატებაზე იზრუნონ.

 

ბიზნესის გაფართოების პროცესში მნიშვნელოვანია ბიზნესგეგმის მუდმივი განხილვა-განახლება, უწყვეტი დიალოგი თქვენს გუნდსა და გარე საკონსულტაციო საბჭოსთან. რეკომენდირებული ქმედებები:

 

რეგულარულად ჩაატარეთ შეკრება თქვენს წამყვან მენეჯერებსა და საკონსულტაციო საბჭოსთან, სადაც ღიად განიხილავთ მიმდინარე საკითხებს და მოახდენთ ახალი იდეების გენერირებას. ობიექტურად შეაფასეთ და გადახედეთ გეგმებს და საჭიროების შემთხვევაში შეცვალეთ

ბიზნესის გაფართოების გეგმა გამართლებული უნდა იყოს ფინანსური თვალსაზრისით, ასევე შეფასებადი გაზომვადი პარამეტრებით

მნიშვნელოვანია, კომპანიის ძირითადი თანამშრომლები მონაწილეობდნენ  გეგმების განხილვა-განახლებაში

რეგულარულად გააანალიზეთ კომპანიის ფულადი ნაკადების პროგნოზი, რათა განსაზღვროთ დაგეგმილთან შესაბამისობა

შეისწავლეთ თქვენი კონკურენტები

განიხილეთ სხვადასხვა ბიზნესსცენარი და ანალიზის საფუძველზე შეარჩიეთ თქვენთვის ოპტიმალური ვარიანტი

უკან

 

უფლებამოსილების დელეგირება 

 

ხშირად  მეწარმეებს უძნელდებათ პასუხისმგებლობების დელეგირება. თუმცა, უფლებამოსილების სხვა თანამშრომლებზე გადანაწილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მზარდი ბიზნესის მფლობელებისთვის, რათა მათ გამოუნთავისუფლდეთ დრო პრიორიტეტული საკითხებისათვის. დელეგირების მიღებით თანამშრომელი იღებს არა მხოლოდ უფლებამოსილებას, არამედ პასუხისმგებლობასაც შედეგზე.

 

ამგვარად, უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული. სწორად განხორციელებული დელეგირება გულიახმობს თანამშრომლისთვის იმ უფლებამოსილების მიცემას, რომელიც მას სჭირდება დავალების შესასრულებლად და ამავე დროს, ქმნის დამცავ მექანიზმს, რომელიც  დაკისრებულ უფლებამოსილებაზე გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს. დავუშვათ, თქვენ გსურთ მაღაზიის მართვის დელეგირება. ქვემოთ მოცემულია მაგალითები იმისა, თუ რა უფლებამოსილებას გადასცემთ და როგორ ლიმიტებს უწესებთ მენეჯერს:

 

უფლებამოსილების მინიჭება:

 

ნაღდი ფულის მართვაზე

საქონლის და მარაგების შეკვეთაზე

უფლებამოსილებასთან დაკავშირებით დასაწესებელი  რეკომენდირებული შეზღუდვები:

 

კაპიტალური დანახარჯების განხორციელება

ჩეკების ხელმოწერა

მარაგების აღრიცხვა

დელეგირებული თანამშრომლის პასუხისმგებლობები

 

ყოველკვირეული ანგარიშგება დადგენილი ფორმატით

ინფორმაციის მომზადება მაღაზიის ყოველთვიური მოგება–ზარალის აღრიცხვისთვის

მოკლე და გრძელვადიანი მიზნების განსაზღვრა

საწარმოს ნებისმიერმა მფლობელმა, რომელიც აპირებს გაფართოებას,  უნდა დაიწყოს დელეგირება. რაც უფრო იზრდება თქვენი კომპანია, მით მეტად უნდა შეიცვალოს თქვენი როლიც, მეტი ყურადღება უნდა გაამახვილოთ არა ყოველდღიურ მართვაზე, არამედ გრძელვადიან გეგმებზე.  

 

თანამშრომლების წახალისება

 

თავში – ,,შეამცირეთ ხარჯები", თქვენ გაეცანით დაზოგვის მნიშვნელობას. ხარჯების ოპტიმიზაციისთვის მენეჯმენტის ბონუსები (პრემიები) დაკავშირებული უნდა იყოს მოგებასთან და არა გაყიდვებთან. მოგებაზე დაფუძნებული მოტივაციის შემთხვევაში მენეჯერისთვის ყოველი დაზოგილი თეთრი მნიშვნელოვანია, რადგან იგი თავად მას უბრუნდება ბონუსის სახით. და პირიქით, ყოველი ზედმეტად დახარჯული თეთრი ამცირებს მენეჯერის ბონუსს.

 

თუ თქვენ ამუშავებთ საცალო მაღაზიების ქსელს, თითოეული მაღაზიის მოგება–ზარალის უწყისის აღრიცხვა ცალკე უნდა აწარმოოთ. ასევე მნიშვნელოვანია, რა პერიოდულობით გაიცემა პრემიები. უმჯობესია, მოგება და ზარალი ყოველთვიურად ან ყოველკვარტალურად გამოთვალოთ  და ბონუსები შესაბამისად გადაიხადოთ.

 

არსებობს კიდევ ერთი მიზეზი თუ რატომ უნდა დაიანგარიშოთ თქვენი გაყიდვის/მომსახურების წერტილების ინდივიდუალური მომგებიანობა. ამ  შემთხვევაში  თქვენ დროულად მიიღებთ ინფორმაციას თქვენს ქსელში წამგებიანი რგოლის არსებობის შესახებ. მზარდი ბიზნესები,  როგორც წესი, ერთსა და იმავე შეცდომას უშვებენ. არ არის რეკომენდირებული დიდი ხნის განმავლობაში ამუშაოთ წამგებიანი საწარმო. მდგომარეობის გამოსასწორებლად დაუყოვნებლივ უნდა მიიღოთ ზომები, თუ მაინც ვერ მოხერხდება სიტუაციის გაუმჯობესება, საწარმო ან უნდა დაიხუროს, ან გაიყიდოს.

 

იმ საწარმოებში, სადაც ვერ ხერხდება ბიზნესის მიმართულების გამოყოფა და მათთვის ინდივიდუალური მოგების გეგმის განსაზღვრა, ყურადღება უნდა გამახვილდეს ბიზნესის ძირითად მაჩვენებლებზე (რეალიზაცია, ხარჯების დაზოგვა, კლიენტების კმაყოფილება, მომსახურების სისწრაფე და ა.შ.). ბიზნესის ძირითადი მაჩვენებლები ხელს უნდა უწყობდეს კომპანიის წარმატებულ ფუნქციონირებას და საერთო მიზნების განხორციელებას. მაგ., სადისტრიბუციო კომპანიაში გაყიდვების განყოფილება შეიძლება შეფასდეს რეალიზაციის გეგმების შესრულებით.   

 

 

 კომპანიის შიდა პოლიტიკა

 

ბიზნესის განვითარებისთვის აუცილებელია შინაგანაწესის და სამუშაო პროცესების აღწერილობის არსებობა. ასეთ შემთხვევაში თქვენს თანამშრომლებს ექნებათ სამუშაო პასუხისმგებლობების და პროცედურების მკაფიოდ განსაზღვრული ინსტრუქცია. ეს დოკუმენტები საფუძვლად დაედება ყოველდღიურ საქმიანობას და მინიმუმამდე დავა გაუგებრობები თანამშრომლებსა და ხელმძღვანელობას შორის, რომლებიც დაკავშირებული შეიძლება იყოს პასუხისმგებლობის გადანაწილებასთან, შინაგანაწესსა და კომპანიის მიზნებთან. ამ დოკუმენტების ფორმატი უნდა იყოს მარტივი და იოლად განახლებადი.

 

სტრატეგიული გეგმა

 

სტრატეგიულ გეგმაში ასახულია კომპანიის საერთო მიზნები. სტრატეგიული გეგმის შედგენა შედგენა ხდება წელიწადში ერთხელ მომავალი წლისთვის, თუმცა მასში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია საჭიროებისამებრ. ცვლილებები შესაძლოა გამოწვეულ იქნეს გარემოს ცვლილებით, კონკურენტების გააქტიურებით, მომხმარებლის მოთხოვნის ცვლილებითა და ა.შ.

 

კომპანიის საქმიანობა სტრატეგიული გეგმის შესაბამისად უნდა ხორციელდებოდეს. მენეჯმენტის ყველა წევრმა კარგად უნდა გააცნობიეროს საკუთარი როლი და პასუხისმგებლობა სტრატეგიული მიზნების მიღწევის პროცესში.

 

სამუშაო პროცესების აღწერილობა

 

სამუშაო პროცესების აღწერილობა იძლევა მითითებებს კომპანიაში მიმდინარე ყოველდღიურ პროცესებზე. ამ დოკუმენტში დეტალურად უნდა იყოს აღწერილი თანამშრომლების უფლება-მოვალეობები ამ პროცესებთან მიმართებაში (ვინ რაზეა პასუხისმგებელი და რა ოპერაცია როგორ სრულდება).

 

ტრენინგების სახელმძღვანელო

 

ტრენინგების სახელმძღვანელო მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია თითოეული პოზიციისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარების უზრუნველსაყოფად. ეს სახელმძღვანელო დაგეხმარებათ წინასწარ განსაზღვრული გეგმის შესაბამისად მოამზადოთ ახალი თანამშრომლები და გადაამზადოთ არსებული პერსონალი. ტრენინგების სახელმძღვანელოში განსაზღვრულია თანამშრომელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი ღონისძიებები (ტრენინგები, პრაქტიკული მომზადება და ა.შ.), რომლებიც დაეხმარებათ სამუშაო აღწერილობაში განსაზღვრული მიზნების შესასრულებლად.    

 

შინაგანაწესი

 

შინაგანაწესი არის წესების ნაკრები, რომელიც არეგულირებს თანამშრომლების მოვალეობებსა და პასუხისმგებლობებს, უსაფრთხოების ნორმებს, შვებულების პოლიტიკას და ქცევის წესებს.

 

შინაგანაწესი უნდა გახდეს თანამშრომელთა სახელმძღვანელო, რომელიც შეიძლება  შემდეგი თემებისგან შედგებოდეს: 

 

კომპანიის ისტორიის და ამოცანები

დასაქმების პოლიტიკა

დასაქმებასთან დაკავშირებული მოქმედი კანონები და წესები

სამუშაოს აღწერილობები და საჭირო კვალიფიკაცია

შვებულების პოლიტიკა

დამატებითი სარგებელის პაკეტი (სამედიცინო დაზღვევა, სოციალური დახმარება, ერთჯერადი წამახალისებელი პრემიები და ა.შ.)

უსაფრთხოების წესები

ორგანიზაციული სტრუქტურა და საოპერაციო პროცედურები

 

 

შიდა და გარე კომუნიკაციის საშუალებები

 

თანამედროვე სამყაროში ბიზნესი გულისხმობს ხშირ კონტაქტს როგორც კლიენტებთან, ისე პარტნიორებთან მსოფლიოს ნებისმიერ ნაწილში. ინტერნეტი ასეთ კომუნიკაციას გაცილებით უფრო ხელმისაწვდომს ხდის. დრო და ფული, რომელსაც დახარჯავდით მგზავრობაზე, დაიზოგება თუ  შეხვედრებს „ვირტუალურად“, ინტერნეტის მეშვეობით ჩაატარებთ.

 

ინტერნეტ-თათბირი საშუალებას მოგცემთ პრეზენტაცია გააკეთოთ  პარტნიორების, მომხმარებლებისა და თანამშრომლების ქსელისთვის. ინტერნეტით შეგიძლიათ პრეზენტაციებისა და სხვადასხვა დოკუმენტაციის გაზიარებაც

ვიდეო კონფერენციებმა კომუნიკაცია სრულიად ახალ დონეზე აიყვანა. ძირითადი სარგებელია მგზავრობის ხარჯების შემცირება და დროის დაზოგვა. ვიდეო კონფერენცია მონაწილეს  შეხვედრაზე პირადი დასწრების შთაბეჭდილებას უქმნის. ვიდეო კონფერენციის ჩასატარებლად აუცილებელია საკონფერენციო ოთახში დამონტაჟებული იყოს მაღალი ხარისხის  ვიდეოკამერები, აუდიო მოწყობილობა და ეკრანი.

უკან

 

 საკონსულტაციო საბჭო 

 

ბიზნესის წარმომადგენლები ხშირად მიმართავენ რჩევისთვის სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ექსპერტებს. როცა საჭირო გახდება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, მოიწვიეთ „საკონსულტაციო საბჭო“, რომელსაც გამოცდილი და კვალიფიციური კადრებით დააკომპლექტებთ. თუ ექსპერტთა ამ ჯგუფს სწორად შეარჩევთ, მათი რეკომენდაციები დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში.

 

ბიზნესის გაფართოება მოითხოვს სხვადასხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას. ასეთ დროს რეკომენდირებულია საკონსულტაციო საბჭოს მოწვევა, რათა იკითხოთ რჩევა და გაიზიაროთ სხისი აზრი.

 

 

 რეკომენდაციები

 

დაყავით თქვენი ბიზნესი ძირითადი მიმართულებების მიხედვით

განახორციელეთ უფლება-მოვალეობების დელეგირება კომპანიის ძირითად თანამშრომლებზე

ეცადეთ ინდივიდუალურად დაიანგარიშოთ ბიზნესის ძირითადი მიმართულებების მომგებიანობა  

შეიმუშავეთ მომგებიანობასთან დაკავშირებული მოტივაციის სისტემა

შექმენით კომპანიის შიდა პოლიტიკა

გაწერეთ თანამშრომელთა უფლება-მოვალეობები და განუსაზღვრეთ მუშაობის წესები

შეიმუშავეთ პერსონალი ტრენინგებისა და განვითარების სისტემა

მოიწვიეთ „ვირტუალური შეხვედრები“ ინტერნეტის მეშვეობით

შემოიკრიბეთ საკონსულტაციო საბჭო

 

მოწოდებულია მცირე და საშუალო საწარმოებისთვის განკუთვნილი მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოს თანაავტორის  My Own Business–ის მიერ

22-03-2014, 23:37    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი