ცხოვრება სამსახურში: უნდა ვიმეგობროთ თუ არა თანამშრომლებთან

ცხოვრება სამსახურში: უნდა ვიმეგობროთ თუ არა თანამშრომლებთან ფსიქოლოგები გამუდმებით იმეორებენ, რომ არ ღირს მეგობრობისა და საქმის ერთმანეთში არევა. მიუხედავად ამისა, ბევრ ჩვენგანს სწამს, რომ სწორედ ის იქნება ამ წესის წარმატებული გამონაკლისი. ბევრისთის თანამშრომლობა ხშირად გადაზრდილა ახლო მეგობრობაში და მათი ურთიერთობა სამსახურის გარეთაც გაგრძელებულა. 

 

რეალურად, ამ სიტუაციას აქვს თავისი როგორც დადებითი ასევე უარყოფითი მხარეები და თუ რომელი გადაწონის, პირველ რიგში დამოკიდებულია კონკრეტულად თქვენ ტაქტიკურობაზე მეგობარ-კოლეგასთან ურთიერთობის დროს; ასევე მზადყოფნაზე ერთმანეთისგან გამიჯნოთ პირადი და სამსახურეობრივი სიტუაციები.

 

რა თქმა უნდა, ყოველთვის კარგია, როდესაც სამსახურში გამეფებულია ჯანსაღი მეგობრული ატმოსფერო, მაგრამ რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს ხშირად მეგობრული ატმოსფერო ყალიბდება კოლექტივში, რომელიც დაფუძნებულია სანაცნობო და არა მეგობრულ ურთიერთობებზე. რადგან მეგობართან მუშაობისას, ნებისმიერ ადამიანში შეიძლება გაიღვიძოს სურვილმა გამოიყენოს თავისი „განსაკუთრებული“ მდგომარეობა: სთხოვოს თავისი წილი სამუშაოს შესრულება, ხელი დააფაროს უფროსთან ან უბრალოდ იჭორაოს და განიხილოს კოლეგები. ასეთი ქმედება კი, ადრე თუ გვიან აუცილებლად იმოქმედებს ნეგატიურად სამუშაოს შედეგებზე ან(და) სხვა თანამშრომლებთან ურთიერთობებზე. ამ სიტუაციის მეორე ვარიანტი არის მეგობარ-კოლეგასთან სერიოზული კონფლიქტი სხვადასხვა სამუშაო საკითხთან დაკავშირებული „ექსპლუატაციის“ გამო. გახსოვდეთ, რომ ყველაზე ხშირად „ორის ნაცვლად მომუშავე ცხენი“ შესაძლოა გამუდმებით თქვენ გახდეთ. თავდაპირევლად, გთხოვენ დაასრულოთ მეგობრის საქმე; შემდეგში სამსახურში შეყოვნება მოგიწევთ ძალიან პატივსაცემი მიზეზით; მესამედ კი თქვენი უარი იზამს რაღაც ცუდს, მაგალითად აწყენინებს მას.

 

კითხვაზე: უნდა გაუწიოთ თუ არა თქვენს კომპანიაში რეკომენდაცია მეგობარს, ასევე ვუპასუხებ - არა, იგივე მიზეზებით რატომაც არ უნდა გააბათ მეგობრობა კოლეგასთან. თუ, თქვენ 100%-ით არ ხართ დარწმუნებული მის კვალიფიკაციაში ან შესასრულებელ სამუშაოსთან შესაბამისობაში, მაშინ საერთოდ არავითარ შემთხვევაში! რამდენადაც ასეთ დროს, თქვენი მეგობრის მიერ არასრულფასოვნად შესრულებული სამუშაოს შემთხვევაში უფროსობა პასუხს მხოლოდ თქვენ მოგთხოვთ. თავის მხრივ, მეგობარი უკმაყოფილო იქნება კოლეგებზე და ცუდ სამსახურზე. გახსოვდეთ, რომ ეს არის პირდაპირი გზა როგორც სამსახურის, ასევე კარგი მეგობრის დასაკარგად.

 

რასაკვირველია, როგორც ყველა წესში, აქაც ხდება იშვიათი გამონაკლისები, მაგრამ ეს შესაძლებელია მხოლოდ ორმხრივი ტაქტიკურობითა და ორივე მეგობრის ღრმა ურთიერთპატივისცემით, და ასევე მზადყოფნით არ აურიონ ერთმანეთში პირადი და სამსახურეობრივი მოვალეობები. ღირს კი მეგობრობისა და სამსახურის გარისკვა მათი ერთმანეთში არევით, რა თქმა უნდა, თქვენი გადასაწყვეტია. მარამ გახსოვდეთ, რომ სამსახურში საკუთარი რეპუტაციის შელახვის ან უმეგობროდ დარჩენის რისკი, საკმაოდ დიდია. 

 

ubr.ua

22-03-2014, 01:33    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი