რძის პროდუქტების უმრავლესობა სტანდარტების გარეშეა

 

„მომხმარებელთა უფლებების დაცვის“  ინფორმაციით, ორგანიზაციის წარმომადგენლებმა თბილისის ერთ-ერთი მაღაზიის დახლზე არსებული ყველა არაჟანი, ხაჭო და მაწონი შეიძინეს. ათი  მათგანის ეტიკეტზე მითითებული იყო, რომ მცენარეული ცხიმით არის დამზადებული, მათ შორის, "არაჟანი ექსტრა სანტე 15%", ”მაწონი ექსტრა სანტე 3.2%”, "ხაჭო სანტე 6%", "სანტისიმო გარგრის ჯემით ხაჭოს დესერტი 3.5%"”, "ხაჭო ეკო-ფუდი 9%" , "მილკო ფუდი არაჟანი 15% 1ლ" , ”ნატურალ +-ის წარმოებული "ხაჭო", ”არაჟანი 15%" და "არაჟანი 25% სვანური 1ლ.", აგრეთვე ”მაწონი მე მარგო 15%".

„საერთაშორისო სტანდარტით, მცენარეული ცხიმის შემცველი პროდუქტი რძის პროდუქტის დასახელებით არ უნდა იყიდებოდეს. თუმცა, იმ რძის პროდუქტების შემადგენლობა, რომელთაც არ ეწერათ, რომ მცენარეულ ცხიმს შეიცავდნენ, ლაბორატორიული შემოწმების შედეგად ნორმაში აღმოჩნდა ("არაჟანი სოფლის ნობათი 15%" , "არაჟანი 20% სანტინო" , "მაწონი სანტინო 3.2%" , "სოფლის ნობათი მაწონი 3.2 %" , "სანტინო ხაჭო 6%" ).“-აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

2013 წლის 17 დეკემბერს საქართველოს პარლამენტს  1500-მდე მოქალაქის ხელმოწერილი პეტიცია გადაუგზავნეს და რძის პროდუქტის მცენარეული ცხიმით დამზადებული სასურსათო პროდუქტის გაყიდვის  აკრძალვა მოსთხოვეს.

 

რეპორტიორი

5-09-2017, 16:02    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი