სახლის პირობებში უმარტივესად მოსამზადებელი ჯადოსნური კრემი – მინუს 10 წელი!

გამაახალგაზრდავებელი კოსმეტიკური საშუალებები და ოპერაციები – იაფი სიამოვნება არ არის, მაგრამ იყოს მოვლილი და მიმზიდველი, ნებისმიერ ქალს შეუძლია. არსებობენ ქალები, რომლებმაც უკვე 50-ს მიაღწიეს და კვლავ იქცევენ აღფრთოვანებულ მზერას.

 

რა არის მათი საიდუმლო? სრულფასოვანი ძილი, არადაძაბული სამუშაო გრაფიკი, სწორი კვება და ფიზიკური დატვირთვა. თუმცა, იმისათვის, რომ სახის კანიც ფორმაში გქონდეთ და უნაკლოდ გამოიყურებოდეთ, საჭიროა, ფლობდეთ ერთ საიდუმლოს, რომელსაც ახლავე გაგიმხელთ:

 

კრემი, რომელსაც სახლის პირობებში, მინიმალური დანახარჯებით თავად მოამზადებთ, მართლაც საოცრებებს ახდენს. 

 

დაგჭირდებათ საფუძველი, რომლისთვისაც გამოგადგებათ უბრალო და ძალიან იაფი, ყველასათვის ნაცნობი კრემები, თუნდაც ცნობილი, რუსული საბავშვო კრემი. 

 

1. კრემი გადმოიღეთ მინის ჭურჭელში.

 

2. დაუმატეთ: 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი, 1 ჩაის კოვზი ალოეს სპირტიანი ხსნარი, 5-6 წვეთი ვიტამინი A, 5-6 წვეთი ვიტამინი E, 1 ჩაის კოვზი კონიაკი ან "ბიტნერის ბალზამი", 5-6 წვეთი ლიმონის წვენი, 2-3 წვეთი საყვარელი ვარდის ეთერზეთი.

 

3. ყველაფერი ეს კარგად აურიეთ ხის ჯოხით.

 

4. ცოტაოდენი კრემი გადაიღეთ მომცრო ქილაში – ამას პირველ რიგში გამოიყენებთ. კრემის დარჩენილი ნაწილი კი შეინახეთ მაცივარში.

 

ვიტამინები და არომატული ეთერზეთები შეგიძლიათ შეიძინოთ ნებისმიერ აფთიაქში. კრემი გამოიყენეთ დღეში ორჯერ და დატკბით ცხოვრებით ნებისმიერ ასაკში!

17-03-2014, 13:37    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი