ნაკლებად მოთხოვნადი ახალაშენებული ბინები

ახლადაშენებულ ბინებზე მოთხოვნა მცირდება უძრავი ქონებაზე ტრანზაქციათა რაოდენობა სექტემბერში შარშანდელთან შედარებით 31.3%-ით შემცირდა და ქვეყნის მასშტაბით 40 513 ერთეული შეადგინა. კლების ტენდენცია უკვე ბოლო ორი წელია, ფიქსირდება, თუმცა, გასულ თვესთან შედარებით, მართალია, მცირე, მაგრამ 1,6%- იანი ზრდა მაინც ფიქსირდება. 

 

ძირითადი კლება პირველად ტრანზაქციებს, ანუ, ახლადაშენებულ ბინებს ეხება. ეს მაჩვენებელი აგვისტოსთან შედარებით 10.7%-ით, ხოლო გასულ წელთან შედარებით 60.2% -ით შემცირდა. 

 

რაც შეეხება მეორად ტრანზაქციებს, მათი რაოდენობა გასულ თვესთან შედარებით 4,7%-ით გაიზარდა, თუმცა, შარშანდელ მაჩვენებელს მაინც 18.9%-ით ჩამორჩება.

 

შესაბამისად, თანაფარდობა პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის მკვეთრად შეიცვალა: თუ გასულ წელს პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების წილი 30,2%-იყო, წელს - 17,5%-ია. შესაბამისად, მეორადზე ეს მაჩვენებელი 69,8%-იდან 82,5%-მდე გაიზარდა.

 

www.ipn.ge

10-06-2018, 23:50    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი