4 თვის ვეფხიას სიცოცხლის გადასარჩენად გავერთიანდეთ თიბისი გალერეაში

დღეს, 14 მარტს, 19:00 საათზე, თიბისი გალერეა და ახალგაზრდების ჯგუფი აწყობენ საქველმოქმედო აუქციონს ცერებრალური დაბლით დაავადებული 4 თვის ვეფხია გოდერძიშვილის დასახმარებლად!

 

აუქციონზე სიმბოლურ ფასად გაიყიდება ძველი და ახალი თაობის ისეთი სახელოვანი მხატვრების ნამუშევრები როგორებიც არიან, კარლო კაჭარავა, ყარამან ქუთათელაძე, გია ბუღაძე, გიორგი მირზაშვილი, ანტონ ბალანჩივაძე, ნინიკო მორბედაძე და სხვები.

 

ნამუშევრები თიბისი გალერეაში 14:00 საათიდან იქნება წარმოდგენილი და

დამთვალიერებელს შესვლა მოსაწვევის გარეშე შეეძლება.

 

ნამუშევრების ფასი 50 ლარიდან იწყება.

ერთად ვიბრძოლოთ 4 თვის ბიჭის გადასარჩენად!

 

გთხოვთ მობრძანდეთ

მის: მარჯანიშვილის 7, თიბისი ბანკის სათავო ოფისი

14-03-2014, 14:06    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი