მერაბ ღოღობერიძს მურმან დუმბაძის ძმა მოკვლით ემუქრებოდა.

ბათუმში, აბაშიძის ქუჩაზე, პარლამენტის ვიცე-სპიკერ მურმან დუმბაძეს, მის ძმას ნუგზარ დუმბაძესა  და პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენლისა და „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ თანამშრომლის, მერაბ ღოღობერიძეს შორის შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპრებაში გადაიზარდა.

 

საპატრულო პოლიციამ გამოძახების ფაქტზე ოქმი შეადგინა. „ქუჩაში ვდექი, ვსაუბრობდი და მურმან დუმბაძე თავს დამესხა,“ - ამბობს მერაბ ღოღობერიძე, რომელმაც შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა.  მერაბ ღოღობერიძე ამბობს, რომ მურმან დუმბაძის ძმა მოკვლით ემუქრებოდა. 

 

ინციდენტს აჭარის ტელევიზიის თანამშრომლები, მალხაზ ბოლქვაძე და ემზარ დიასამიძე ესწრებოდნენ.  

 

აჭარის  ტელევიზიის იურისტი მალხაზ ბოლქვაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მან პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მისი ძმა და მერაბ ღოღობერიძე გააშველა.

 

ხელჩართულ ბრძოლის თვითმხილველია ასევე აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი ემზარ დიასამიძე, რომელიც ადასტურებს ინციდენტს. დიასამიძე ასევე ამბობს, რომ არ დაუნახავს, ჰქონდა თუ არა პარლამენტარs ან მის ძმას ცეცხლსასროლი იარაღი.

 

ამ ინციდენტს წინ უძღოდა სიტყვიერი დაპირისპირება მურმან დუმბაძესა და მერაბ ღოღობერიძეს შორის. ღოღობერიძე მურმან დუმბაძის შეურაცხმყოფელ სტატუსებს და გინებaს აქვეყნებდა ფეისბუქში მისი და მისი ოჯახის წევრების მისამართით, რასაც  პარლამენტის ვiცე-სპიკერის გაღზიანება მოჰყვა.

 

მერაბ ღოღობერიძის თქმით, გუშინ მას ტელეფონით დაუკავშირდა ვინმე გიორგი გიორგაძე, რომელიც მისივე ინფორმაციით, არის მრავალგზის ნასამართლევი და მას მოკვლით ემუქრებოდა. მერაბ ღოღობერიძემ ამ ფაქტთან დაკავშირებითაც მიმართა პოლიციას. მერაბ ღოღობერიძე ვარაუდობს, რომ ეს სატელეფონო ზარიც მისი მურმან დუბაძესთან დაპირისპირების გაგრძელებაა.

 

„ბათუმელებმა“ მურმან დუმბაძესთან დაკავშირება სცადა. ვიცე-სპიკერი ამ დროსათვის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. 

10-03-2014, 16:03    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი