ტრადიციულად ტრადიციული ტრადიციები

ტრადიცია ეს არის თაობიდან თაობაზე გადაცემული ადათები, წესები, ყოფაქცევის ნორმები, რომელიც ნებისმიერ ერს გააჩნია და იცავს მათ.

ჩვენი ერიც მდიდარია ტრადიციებით, ეს გამოიხატება ყველაფერში, ყოველი ჩვენგანის ქცევაში. შეიძლება ზოგიერთი მათგანზე არც ვთქვათ რომ უნდა გავაგრძელოთ და შემოვუნახოთ მომავალ თაობებს მაგრამ არსებობს ისეთებიც და არც თუ ისე ცოტა რითაც შეგვიძია ვთქვათ რომ მდიდრები ვართ. თუ დავიწყებთ მათ ჩამოთვლას შეიძლება უსასრულოდ ვილაპარაკოთ.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში ყურადღება მინდა გავამახვილო ტრადიციაზე რომელსაც შეუძლია ნებისმიერი ერის სახელმწიფოდ აქციოს. ეს არის წარმოება. 

საქართველოშიცაა ისეთი დარგები რომლებიც საუკუნეების მანძილზე სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესში უდიდესი როლი შეასრულა. 

ესენია ლითონის მოპოვება და წარმოება, მევენახეობა, ხალხური რეწვა, მედიცინა, სოფლის მეურნეობა.  ქვეყნის განვითარებაზე დიდი გავლენა იქონია მისმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ, აქ გადიოდა დიდი აბრეშუმის გზა. მეცხრამეტე საუკუნის დასასრულს განვითარებას იწყებს სამკურნალო კურორტები. 

არსებობის  მანძილზე მრავალი ბრძოლა, დამარცხება და გამრჯვება გამოიარა საქართველომ, მიუხედავად ამ ყველაფრისა ის მაინც არსებობს განსხვავებით იმ სახელმწიფოებისა და იმპერიებისაგან რომლებიც ათასწლეულების მანძილზე ჩვენს ქვეყანას ევლინებოდნენ ხან დამპყრობლებად ხანაც „მეგობრებად".

დღეს ყველა ამ დარგს ქვეყანისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

ისინი უკვე ქათულ ბრენდებს წარმოადგენენ და ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათებად იქცნენ მსოფლიოს მასშტაბით,

ჩვენი მიზანია, დაგანახოთ ისინა განსხვავებული რაკურსით, გავიხსენოთ ერთად მათი განვლილი გზა. არსებობის მანძილზე თითოეული მათგანის სახელით გაკეთებული კეთილი საქმეები. 

ადევნეთ თვალი რუბრიკას „ტრადიციული ბრენდები“ ამ რუბრიკაში ჩვენ მოგიყვებით ტრადიციული ბრენდების შესახებ.

 

გორიკა

27-03-2015, 13:43    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი