რა ხდება სენაკის რაიონულ საავადმყოფოში - ექიმები კუთვნილ ხელფასებს ითხოვენ

გამაფრთხილებელი აქცია სენაკში. სენაკის რაიონული საავადმყოფოს თანამშრომლები შექმნილ ვითარებას აპროტესტებენ. ექიმებისა და მედპერსონალის განცხადებით, სენაკის რაიონულ საავადმყოფოში გაუსაძლისი პირობებია, მათი თქმით საავადმყოფოში მოძველებულია ინფრასტრუქტურა,

 

დაწესებულებაში არსებული სამედიცინო აპარატურა გასული საუკუნის 70-იანი წლისაა, გამორთულია სატელეფონო კავშირი, ხოლო 4 მარტს უკვე საავდმყოფოს დავალიანების გამო ელექტრო ენერგიასაც გამოურთავენ. სენაკის რაიონული საავადმყოფოს თანამშრომელტა განცხადებით, მათ წლების განმავლობაში არ აუღიათ კუთვნილი ხელფასიც. მედპერსონალის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საავადმყოფოს ანაგრიში დაყადაღებულია და ბიუჯეტიდან გადმორიცხული თანხა, სააავადმყოფოს იმ თანამშრომელთა დავალიანების გასტუმრებას ხმარდება, რომელბმაც სასამართლოში იჩივლეს. ექიმები ეჭვობენ, რომ პროცესები მიზანმიმართულად მიმდინარეობს, რათა მოხდეს საავდმყოფს დახურვა.

 

სენაკის რაიონულ საავადმყოფოს პრობლემები 2009 წელიდან შეექმნა, მაშინ როდესაც დაწესებულებას სადაზღვევო კომპანია „ვესტისგან“ 70 ათასლარიანი დავალიანება დარჩა. სენაკის რაიონული საავადმყოფო სახელმწიფო ბალანსზეა.

4-03-2014, 11:21    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი