იანვარი-აგვისტოში ექსპორტი 25.7%-ით გაიზარდა - ნათია თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას ინფორმაციით, იანვარი-აგვისტოს პერიოდში საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 22%-ით, ხოლო ექსპორტი 25.7%-ით გაიზარდა.

 

როგორც თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ექსპორტი პირდაპირ აისახება ეკონომიკურ ზრდაში.

 

"სავაჭრო ბრუნვა 8 თვეში არის 22%-ით გაზრდილი. საქართველოდან ექსპორტი აგვისტოს თვეში არის 14.6%-ით გაზრდილი, გაფართოვდა გეოგრაფია და არეალი. 8 თვის, იანვარი-აგვისტოს პერიოდში საქართველოდან ექსპორტი გაიზარდა 25.7%-ით წინა წელთან შედარებით და პანდემიანდელ 2019 წელთან შედარებით ასევე გაზრდილია 7.2%-ით. ეს ნიშნავს, რომ კვლავინდებურად გრძელდება ეკონომიკური გაჯანსაღება, ექსპორტი პირდაპირ აისახება ეკონომიკურ ზრდაში, ჩვენ კვლავ ვადასტურებთ, რომ გვაქვს შანსი გვქონდეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა წლის ბოლოს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

13-09-2021, 20:32    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი