აშშ-ში მაღალტექნოლოგიურ ოცნების ქალაქს ააშენებენ

მილიარდერმა, მარკ ლორიმ გადაწყვიტა, აშშ-ში ერთ-ერთ უდაბნოში 400 მილიარდ აშშ დოლარად მაღალტექნოლოგიური ქალაქი ააშენოს. ამის შესახებ CNN წერს.

 

Walmart–ის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა პროექტის განსახორციელებმად არქიტექტურული სააგენტო Bjarke Ingels Group დაიქირავა. 

 

მომავალი ქალაქი სახელწოდებით Telosa იქნება. ეს სახელი მომდინარეობს ბერძნული ტერმინიდან telos, რომლითაც არისტოტელე აღწერს კაცობრიობის უმაღლეს მიზანს.

 

ბიზნესმენი გეგმავს დასახლების შექმნას, რომელიც გამოიყენებს ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიებს და დამოუკიდებლად მიაწვდის მოსახლეობას ყველაფერს, რაც მათ სჭირდებათ. ქალაქის საერთო ფართობი  600 კვადრატული კილომეტრი იქნება. ჯერჯერობით უცნობია სად იქნება ზუსტად განთავსებული. ,

 

ქალაქის მშენებლობისას გამოყენებული იქნება ეკოლოგიურად სუფთა მასალა, ხოლო შენობების ფასადების დაფარვა მწვანე მცენარეებით მოხდება.  ქალაქის მაცხოვრებლებს  ველოსიპედებით, ელექტრო თვითმფრინავებით, საჰაერო ტაქსით (eVTOL), ჰიპერლოპით ან ფეხით გადაადგილება მოუწევთ. 

 

პროექტი ასევე გვთავაზობს "საზოგადოების ახალ მოდელს", რომელიც ძალიან უტოპიურად გამოიყურება. ვარაუდობენ, რომ ყველა მაცხოვრებელს შეეძლება მონაწილეობა მიიღოს საბიუჯეტო სახსრების განაწილებაში და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში. 

11-09-2021, 21:34    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი