"თალიბანმა" 11 სექტემბრის ტერაქტი დაგმო

მოძრაობა "თალიბანმა", რომელმაც ავღანეთზე კონტროლი მოიპოვა, 2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ში მომხდარი ტერაქტები დაგმო.

 

გავრცელებული ინფორმაციით, "თალიბანის" წარმომადგენელი სუჰეილ შაჰინი აცხადებს, რომ მაშინ ისინი მზად იყვნენ აშშ-სთან ეთანამშრომლათ და გამოძიებაში დახმარებოდნენ.

 

"იმ დროს, ავღანეთის ხელისუფლებაში მყოფი თალიბებისთვის "ალ-ქაიდას" მიერ მომზადებული ტერაქტები სრულიად მოულოდნელი იყო. "თალიბანმა" ამ თავდასხმების შესახებ არაფერი იცოდა", - განაცხადა სუჰეილ შაჰინმა.

 

2001 წლის 11 სექტემბერის დილას, „ალ-ქაიდას“ 19-მა თვითმკვლელმა ტერორისტმა ამერიკული ავიახაზების 4 თვითმფრინავი გაიტაცა. ერთ-ერთმა მიზნამდე ვერ მიაღწია და გზაში ჩამოვარდა, მეორე პენტაგონის შენობას, დანარჩენი ორი კი, ნიუ-იორკში, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებს შეეჯახა. 

12-09-2021, 21:32    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი