ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მომავალი კვირების განმავლობაში - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ქალაქებში მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენასთან დაკავშირებით გარკვეულ რეკომენდაციებს ავრცელებს. მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი ფაქტორია, რის გამოც საზოგადოებამ მეტად უნდა დაიცვას დადგენილი წესები. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ახლა ეპიდსიტუაცია დაღმავალ ფერდზეა. 

 

"ეპიდსიტუაცია ნელი ტემპით მიდის დამშვიდებისკენ. ამიტომ, განსაკუთრებით ხვალიდან, როცა ტრანსპორტი ამუშავდება, განსაკუთრებით უნდა ვიფრთხილოთ, ტრანსპორტით გადაადგილების ყველა წესი თითოეულმა მოქალაქემ უნდა დაიცვას. ვეცადოთ, რომ არ გადაიჭედოს ტრანსპორტი, ანუ, დისტანცია მაქსიმალურად გვქონდეს, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მომავალი კვირების განმავლობაში, რადგან, მოგეხსენებათ, ტრანსპორტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკფაქტორია ეპიდსიტუაციის გაუარესების. ახლა ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების დაღმავალ ფერდზე ვართ და უნდა ვეცადოთ, რომ ეს წესები დავიცვათ"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში. 

12-09-2021, 21:31    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი