ვაშლიჯვრის ფერდზე ახალი ნაპრალები გაჩნდა

ვაშლიჯვრის ფერდობზე, მეწყერსაშიშ ზონაში ახალი ნაპრალები გაჩნდა. გეოლოგები ამბობენ, რომ მდგომარეობა მძიმეა და შესაძლოა მიწის ნაწილი მოულოდნელად ჩამოიშალოს. დედაქალაქის მერიაში კი აცხადებენ, რომ პრობლემა მოგვარდება და მას მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებთან კავშირი არ აქვს.

 

"არანაირი პრობლემა, თქვენ იცით, რომ ახალი გზა გაგვყავს, შესაბამისად, არის 3 კონკრეტული ადგილი, რომელიც მეწყერსაშიში იყო და ჩვეულებრივად მიმდინარეობს სამუშაოები იმისთვის, რომ როდესაც პროექტი დასრულდება ყველანაირად ახალ გზაზე გადაადგილება იყოს ყველასათვის უსაფრთხო. ეს არის ძალიან მაგარი პროექტი, რომელიც მარშალ გელოვანსა და მაჭავარიანის ქუჩას აკავშირებს ერთმანეთთან" - განაცხადა კახა კალაძემ საკითხის კომენტირებისას. 

12-09-2021, 21:26    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი