გერმანიაში საქართველოს 208 მოქალაქე დასაქმდა

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, აპრილიდან დღემდე გერმანიაში ლეგალური დასაქმების პროგრამით სულ საქართველოს 208 მოქალაქე დასაქმდა.

 

გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე ქართული სამუშაო ძალის დასაქმების შესახებ შეთანხმების ფარგლებში საქართველოდან მოქალაქეების გამგზავრება 2021 წლის აპრილიდან დაიწყო.

 

გერმანიაში დროებითი, ლეგალური დასაქმების მსურველებისთვის რეგისტრაცია 15 თებერვლიდან დაიწყო. დასაქმება შესაძლებელია სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში, 1-დან 3 თვემდე ვადით. სპეციალურ პორტალზე საქართველოს თითქმის 100 ათასმა მოქალაქემ გაიარა რეგისტრაცია. მაისში დასაქმების პროგრამით გამგზავრებული ერთი ჯგუფის წევრები რთულ პირობებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ შრომის პირობები, ანაზღაურება და საცხოვრებელი პირობები მძიმეა. ამის შემდგომ, რამდენიმე მათგანი პროგრამის დასრულებამდე დაბრუნდა ქვეყანაში.

9-09-2021, 20:42    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი