"სუსტ ადგილებში უნდა ურტყა" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

"ტაბულას" დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

ჩერგოლეიშვილი პარტიების დაფინანსების შესახებ წერს:

 

"ბევრი წუწუნი მესმის პარტიების დაფინანსებაზე.

 

ცხადია, პარტიებისთვის სახსრები მნიშვნელოვანია.

 

მაგრამ by far არა ყველაზე მნიშვნელოვანი. ამ ბრძოლაში - ხო მითუმეტეს.

 

ივანიშვილთან ფულში შეჯიბრი არის წყლის ნაყვა და უტვინობა - იქვითება, როცა მხოლოდ ფულზეა, რამდენიც არ უნდა დახარჯო, მეტს დახარჯავს და შენს დანახარჯს წყალში გადაყრის.

 

ფულით ვერ მოვუგებთ ბიძინას არჩევნებს - ამ სიზიფეს შრომაში შეიძლება მხოლოდ საკუთარი პროცესი გახრწნა, ენთუზიაზმისგან დაცალო და მოკლა.

 

შინაარსით და ჭკუით უნდა მოვუგოთ. (ჯიდიესი v. ტაბულა)ელემენტარულია, რომ კონკურენტს იმაში უნდა შეეჯიბრო, რაც მისი სისუსტეა - სუსტ ადგილებში უნდა ურტყა და არა იქ, სადაც ვერაფერს აკლებ.

 

ძალიან კორუმპირებულია საარჩევნო პროცესი და ეს პროცესი კორუფციისგან უნდა გაიწმინდოს, თუ ვადამდელში ბიძინას დამარცხება გვინდა.

 

ეს კორუფცია იწვევს არასათანადო გავლენას პოლიტიკურ პროცესზე იმ ხალხისგან, რომელსაც პოლიტიკა პირადი მიზნების განსახორციელებლად უნდა დაარა ეროვნული ამოცანების მისაღწევად და ბუმერანგივით ხვდება ოპოზიციას.

 

(ბუნებრივია, გარდაქმნას დრო სჭირდება, ჩვევის გამოცვლა შრომატევადი საქმეა - მაგარამ უალტერნატივო)", - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

8-09-2021, 23:26    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი