ჩინეთი ავღანეთს 30 მილიონი დოლარით დაეხმარება

ჩინეთის ხელისუფლება ავღანეთს 200 მილიონი იუანის ოდენობით (დაახლოებით 30 მილიონი აშშ დოლარი) საგანგებო დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ავრცელებს.

 

"ავღანელი ხალხის მოთხოვნილებებთან დაკავშირებით, ჩვენი ქვეყანა ავღანეთს 200 მილიონი იუანის საგანგებო დახმარებას გაუწევს", - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ.

 

როგორც ვანგ იიმ დააკონკრეტა, თანხები მოხმარდება საკვებისა და მედიკამენტების შესყიდვასა და ვაქცინაციებს.

 

”როგორც კი აუცილებელი პირობები გამოჩნდება, მათ შორის უსაფრთხოების სფეროში, ჩინეთი დაეხმარება ავღანეთს რეკონსტრუქციაში და ხალხის კეთილდღეობის გაუმჯობესების პროექტების განხორციელებაში,”-დასძინა მან.

 

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ჩინეთი "თალიბანთან" მოლაპარაკებას ცდილობს.

 

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ აშშ-ის ეკონომიკური ბერკეტების უმეტეს ნაწილს აზრი დაეკარგება, თუ ჩინეთი, რუსეთი ან სხვა ქვეყნები "თალიბანის" დაფინანსებას დაიწყებენ.

 

რადიკალურმა მოძრაობა"თალიბანმა" ავღანეთის დედაქალაქი ქაბული 15 აგვისტოს აიღო. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ, შტაბის უფროსთან და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან ერთად, ქვეყანა დატოვა. ღანის თქმით, მან ქვეყანა ქაბულში სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად დატოვა.

 

ავღანეთი "თალიბანმა" ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა.

 

25 აგვისტოს რადიკალურმა მოძრაობამ "თალიბანი" ავღანელ ქალებს სახლში დარჩენა უბრძანა. მისი წარმომადგენლის, ზაბიჰულა მოჯაჰედის განცხადებით, შესაძლოა, თალიბები "ცუდად მოიქცნენ", ამიტომ ქალები გარეთ არ უნდა გადიოდნენ, მათ შორის სამსახურში.

8-09-2021, 23:24    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი