შეიქმნა ხელოვნური ინტელექტი, რომელიც გლაუკომას ავლენს

ნანიანგის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (სინგაპური) მეცნიერებმა, ტან ტოკ სენის საავადმყოფოს ექიმებთან თანამშრომლობით, შეიმუშავეს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ალგორითმი, რომელიც გლაუკომას  ადრეულ სტადიაზე ავლენს. ამის შესახებ სამეცნიერო გამოცემა  News-Medical წერს.

 

მეცნიერთა აზრით, მეთოდი მუშაობს 97%-იანი სიზუსტით მუშაობს.

 

მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ ეს მეთოდი შეიძლება გამოყენებულ იქნას იმ ადგილებში, სადაც პაციენტებს არ აქვთ წვდომა ოფთალმოლოგებთან.

 

გლაუკომა არის დაავადებათა ჯგუფი, რომელიც გამოწვეული შიდა თვალის წნევით, აზიანებს ოპტიკურ ნერვს და შესაძლოა მხედველობის დაქვეითებისა და მისი სრულად დაკარგვის მიზეზი გახდეს. გლაუკომა სიბრმავის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზია და მოზრდილ ასაკში უფრო ხშირია, თუმცა შესაძლოა ნებისმიერ ადამიანს დაემართოს. გლაუკომის სიმპტომები პაციენტისთვის შესამჩნევი არ არის დაავადების განვითარების ადრეულ ეტაპზე და საკმაოდ გვიან გამოვლინდება. გლაუკომის მიერ გამოწვეული მხედველობის დაქვეითება არ ექვემდებარება აღდგენას და ამიტომაც მნიშვნელოვანია თვალის შიდა წნევის პერიოდული მონიტორინგი. დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის შემთხვევაში შესაძლებელია მხედველობის შენარჩუნება.

8-09-2021, 23:23    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი