35 000 ლარამდე შეღავათი სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამით „ტერასა გლდანი გრინ თაუერის“ ბინებზე

პირველი სექტემბრიდან სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ოჯახებს ბინის შეღავათიან ფასად შეძენის შესაძლებლობა ეძლევათ.

 

უფრო კონკრეტულად, თუ ოჯახს ჰყავს 3 ან მეტი შვილი, ბინის შეძენისას იპოთეკური სესხის 8% დაუსუბსიდირდება, ხოლო თუ შვილი 2021 1-ლი სექტემბრის შემდეგ შეეძინებათ - 6%.

 

როგორც „სუბსიდირებული იპოთეკური სესხის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ მთავრობის დადგენილებაშია განმარტებული, პროგრამის მიზანია საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდეს მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ან მათთვის, ვისაც შვილი ახლადშეძენილი ჰყავს. ამასთან, პროგრამა ემსახურება უძრავ ქონებაზე მოთხოვნის სტიმულირებას.

 

დეველოპერულმა კომპანიებმა და კომერციულმა ბანკებმა უკვე დაიწყეს პროგრამაში ჩართვის მსურველთათვის სპეციალური პირობების შეთავაზება და ბინის შეძენის პროცედურის კიდევ უფრო გამარტივება.

 

„ტერასა გლდანი გრინ თაუერის“ განმარტებით, სესხის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მათ ბინებზე შეღავათი დაახლოებით 18 000-დან 35 000 ლარამდე იქნება. ფინანსური შეღავათი დამოკიდებულია ბინის ღირებულებაზე.

 

პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ტერასა ჯგუფი“ განმარტავს, რომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გლდანის პროექტზე ყველაზე შეღავათიანი ფასები აქვთ, 15 ბინაზე, რომელიც სხვადასხვა ზომის ოჯახზეა გათვლილი.

 

პროგრამაში ჩასართავად უნდა შევარჩიოთ სასურველი ბინა, მივმართოთ დეველოპერს, რომელიც დაგვეხმარება საბანკო პროცედურების გავლაში. ბანკი სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული პროცენტით სესხს გასცემს მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში, შესაბამისად, ბინის ღირებულება დოლარის კურსზე არ იქნება დამოკიდებული, რაც ბინის შეძენის მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ.

 

როგორც „ტერასა ჯგუფში“ განმარტავენ, კომპანია უძრავი ქონების შეძენის მსურველებს მაქსიმალურად უმარტივებს პროცედურას და თავად ეხმარება პროგრამაში ჩართვისთვის საჭირო საფეხურების გავლაში, რაც მომხმარებლებს დამატებით კომფორტს უქმნის.

 

 

„ტერასა გლდანი გრინ თაუერი“ არის თანამედროვე პროექტი ქერჩის ქუჩაზე, სარაჯიშვილისა და ახმეტელის მეტროების სიახლოვეს, რომელიც ხორციელდება ენერგოეფექტური სამშენებლო მასალებით. როგორც საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, ისე პროექტის სახურავზე გათვლისწინებულია გამწვანებული ზონა, რაც მობინადრეებს განტვირთვის საშუალებას მისცემს.

 

 

„ტერასა გლდანი გრინ თაუერის“ გამწვანებული სახურავიდან იშლება თბილისის პანორამული ხედები; სათამაშო მოედნები და დასასვენებელი სივრცეები კი ყველა ასაკის მობინადრის მოთხოვნების შესაბამისად არის მოწყობილი.

7-09-2021, 17:05    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი