" კალაძემ ნარკოტესტი „ქართულ ოცნებაში“ ჩაატაროს " - მამუკა ხაზარაძე

კალაძეს ვურჩევდი ეს ინიციატივა „ქართულ ოცნებაში“ ჩაეტარებინა, თავის თანაგუნდელებში, ძალიან ბევრ ნარკომანს აღმოაჩენს შიგნით, - ასე აფასებს პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივას მერობის კანდიდატებისთვის ნარკოტესტის ჩატარებასთან დაკავშირებით.

 

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, კალაძის თანაგუნდელებში ნარკოტესტის გაკეთების გარდა სხვა ინიციატივის აზრს ვერ ხედავს და ახალგაზრდებისთვის კარგი მაგალითის მიცემა მხოლოდ კალაძით არ უნდა დაიწყოს.

 

„სხვა ინიციატივის აზრს ვერ ვხედავ, მე ჯანსაღი ცხოვრების მომხრე ვარ, ვფიქრობ, რომ ჩვენს ახალგაზრდებს უნდა მივცეთ კარგი მაგალითი, მაგრამ ეს მხოლოდ კალაძით არ უნდა დაიწყოს, კარგია რომ მის თანაგუნდელებშიც მსგავსი ტესტი ჩატარდეს“, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

 

ცნობისთვის, თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ნარკოტესტი ჩააბარა. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სჯერა, რომ ყველა სხვა კანდიდატიც, რომელიც „თავის სისუფთავეში დარწმუნებულია“, გაიზიარებს ნარკოტესტის გაკეთების შეთავაზებას.

6-09-2021, 20:36    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი