"ჩვენი ძალისხმევით, საქართველოს ავიაბაზარზე 40 ავიაკომპანია ფუნქციონირებს"

დღეის მონაცემებით, საქართველოს ავიაბაზარზე 40 ავიაკომპანია ფუნქციონირებს, რომლებიც ფრენებს მსოფლიოს 73 ქალაქიდან ახორციელებენ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, მათ შორისაა ისეთი ავიაგადამყვანებიც, რომლებიც გასულ წლებში საქართველოში არ ფუნქციონირებდნენ. კერძოდ, გერმანული „ევროვინგსი“, ყაზახური „ფლაიარისტანი“ და სხვ.

 

„რაც შეეხება საჰაერო მიმოსვლის აღდგენას აეროპორტების ჭრილში, ჩვენი ძალისხმევით, თუკი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანიათა რაოდენობა 2021 წელს, 2019 წელთან შედარებით, 92 პროცენტით აღდგა, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 2019 წლის მაჩვენებლები გაუმჯობესდა. კერძოდ, ბათუმში 106 პროცენტით მეტი ავიაკომპანია 169 პროცენტით მეტ სიხშირეს ახორციელებს. ამასთან, 143 პროცენტითაა გაზრდილი მიმართულებების რიცხვი, საიდანაც ბათუმში ფრენები სრულდება. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნების რიცხვი არ შეცვლილა, მგზავრთნაკადი 106 პროცენტით გაიზარდა“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

 

მინისტრის მოადგილის განცხადებით, პოზიტიური დინამიკაა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შემთხვევაშიც, სადაც უნგრულმა ავიაკომპანია „ვიზეარმა“ 2021 წლის ივლისიდან ბაზა დააბრუნა და განაახლა ფრენები ევროპის 14 ქალაქის მიმართულებით.

6-09-2021, 20:29    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი