ქაბულის აეროპორტში ტერაქტის შედეგად 110 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთის დედაქალაქში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 110-მდე გაიზარდა.

 

26 აგვისტოს ტერაქტის შედეგად აშშ-ის არმიის 13 ჯარისკაცი დაიღუპა, რომლებიც მოქალაქეებს ევაკუაციაში ეხმარებოდნენ.

 

ქაბულში ჰამიდ კარზაის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქებების სერიის შემდეგ უცხოელებისა და ავღანეთის მოქალაქეების ევაკუაცია განახლდა.

 

ცნობისთვის, ქაბულის აეროპორტთან სამი აფეთქება მოხდა.

 

26 აგვისტოს, დილით, ავსტრალიამ, აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა თავიანთ მოქალაქეებს მოუწოდეს, ქაბულის ჰამიდ კარზაის სახელობის აეროპორტს ერიდონ, რადგან იქ ტერაქტის საფრთხე არსებობს.

 

რადიკალურმა მოძრაობა "თალიბანმა" ავღანეთის დედაქალაქი ქაბული 15 აგვისტოს აიღო.

 

ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ, შტაბის უფროსთან და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან ერთად, ქვეყანა დატოვა.

 

ღანის თქმით, მან ქვეყანა ქაბულში სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად დატოვა.

 

ავღანეთი "თალიბანმა" ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა.

 

დედაქალაქ ქაბულის აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე დიდი რაოდენობით ხალხი შეიჭრა. ისინი ქვეყნის დატოვებას ცდილობდნენ. ადამიანები აეროპორტის ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან.

27-08-2021, 23:25    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი