გვაქვს ახალი შტამიც, რომლის სახელიც ჯერ არ ვიცით - ნანა გეგეჭკორი

გადატანილი კოვიდით მიღებული იმუნიტეტი ერთ-ერთი საუკეთესო დაცვაა დელტა შტამის საწინააღმდეგოდ. რეინფიცირების ალბათობა ისევ ძალაში რჩება, მაგრამ საბედნიეროდ ძალიან დაბალია, - ამია შესახებ სოციალურ ქსელში ამერიკაში მცხოვრები ექიმი, კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი წერს.

 

თუმცა ექიმის თქმით, ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს და განსაკუთრებული სიფრთხილე და რეგულაციების დაცვა საჭიროა, რადგან სავარაუდოდ, უკვე ცნობილ შტამებთან ერთად, არსებობს ახალი შტამიც. 

 

"ცხადია, ეს არ იძლევა სიმშივიდის საფუძველს, რადგან დელტა, სამწუხაროდ, ვერ იქნება ბოლო მუტაცია კორონავისრუსისთვის. ჩვენ უკვე გვაქვს ლამბდაც და სავარაუდოდ, ისეთი ახალი ვარიანტიც, რომლის სახელი ჯერ არ ვიცით.

 

სწორედ ამიტომ ნიღაბი, დისტანცია და ჰიგიენა სავალდებულო რჩება ყველასთვის. ეს სასიამოვნო სიახლე კი მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ პანდემიას ოდესმე აუცილებლად ექნება ბოლო. დასასრული დადგება თუ არა ეს უკვე ჩვენზეა დამოკიდებული. თუ გონიერებას გამოვიჩენთ, პრევენციის ყველა ზომას დავიცავთ და დროულად ავიცრებით, ვირუსს გავრცელების არეალს მაქსიმალურად შევუზღუდავთ და მუტაციების გადარჩნის ალბათობას მინიმუმამდე დავიყვანთ.

 

ატარეთ ნიღაბი, დაცავით დისტანცია და ჰიგიენა და აიცერით, სასწრაფოდ აიცერით! ნუ გახდებით სიკვდილის მასპინძელი.

 

დღეს კიდევ ერთი ორსული დავკარგეთ. 19 წლის ორსული, აუცრელი, შეეწირა კოვიდს და ბოროტი ანტივაქსერების ბოდვებს. უდიდესი ალბათობით ეს გამოსავალი არ დადგებოდა აცრილი რომ ყოფილიყო", - წერს ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში.

27-08-2021, 23:21    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი