კახა კალაძის განცხადება ბაგა-ბაღების გახსნის შესახებ

თუ სწავლავა ბაღებში ვერ გაგრძელდება, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პატარები უზრუნველვყოთ საკვები პროდუქტებით, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, სააღმზრდელო პროცესთან დაკავშრებით თბილისის მერია საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას ელოდება.

 

„ჩვენს 5 000 აცრილ თანამშრომელში შედიან ბაღების თანამშრომლებიც, ეს პროცესი გრძელდება. სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით, ჩვენ დაველოდებით საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებებს. შევხედავთ, როგორი მდგომარეობა გვექნება ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ქვეყანაში და ამის შემდეგ გადაწყდება. დღეს ძალიან რთული მდგომარეობაა ქვეყანაში და ყოველი დღე მნიშვნელოვანია. დაველოდოთ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რა რეკომენდაციები იქნება და ჩვენც შესაბამისად ვიმოქმედებთ. იმ შემთხვევაში თუ სწავლა მაგალითად ბაგა-ბაღებში ვერ გაგრძელდება, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პატარები უზრუნველვყოთ საკვები პროდუქტებით, როგორც ამას დღემდე ვაკეთებდით. მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ პროდუქტები სახლში წაიღონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

27-08-2021, 23:15    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი