Pfizer-ს ახალი შტამის წინააღმდეგ ვაქცინის შექმნა სამ თვეში შეუძლია

კომპანია Pfizer 3 თვეში შეძლებს, შექმნას ვაქცინა კორონავირუსის ისეთი შტამის წინააღმდეგ, რომელიც კომპანიის ამჟამინდელი პრეპარატის დაცვას გვერდს აუვლის. ამის შესახებ Fox News–თან ინტერვიუში Pfizer-ის გენერალურმა დირექტორმა, ალბერტ ბურლამ განაცხადა.

 

ამასთან, მისი თქმით, ამჟამად COVID-19-ის ასეთი ვარიანტი არ დაფიქსირებულა.

 

"ყოველ ჯერზე, როდესაც მსოფლიოში მორიგი სხვა ვარიანტი გამოჩნდება, ჩვენი მეცნიერები სწავლობენ, შეძლებს თუ არა ეს ვარიანტი ჩვენი ვაქცინის დაცვის გვერდის ავლას. ამ დროისთვის არ გამოგვივლენია შტამი, რომელიც შეშფოთებას გამოიწვევდა", - განაცხადა ბურლამ.

 

მისი თქმით, ასეთი შტამის გამოვლენის შემთხვევაში კომპანია სპეციალურად მისთვის ახალი შტამის შექმნას 95 დღეში შეძლებს.

 

ცნობისთვის, 23 აგვისტოს აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ კორონავირუსის საწინააღმდეგო, Pfizer-BioNTech-ის ორდოზიან ვაქცინას 16 წელს გადაცილებული პირებისთვის სრული ავტორიზაცია მიანიჭა. ეს COVID-19-ის პირველი ვაქცინაა, რომელმაც ეს ნორმატიული ბარიერი გადალახა.

25-08-2021, 23:20    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი