ჩინეთი ბუნებრივი კატასტროფების პროგნოზირებისთვის 36 თანამგზავრს გაუშვებს

2023 წლის მაისის ბოლოსთვის ჩინეთი კოსმოსში  36 დედამიწის დისტანციური ზონდირების თანამგზავრების გაშვებას გეგმავს, რომლებიც ბუნებრივი კატასტროფების პროგნოზირებისა და ურბანული საგანგებო სიტუაციების მონიტორინგისთვის არის შექმნილი.

 

პროექტი ოფიციალურად 24 აგვისტოს, ვენჩანგის კოსმოდრომზე სამხრეთ ჩინეთის კუნძულ პროვინცია ჰაინანში დაიწყო. აღნიშნული პროექტი კომპანია Tianjin Satcom Geohe Technologies-ს ეკუთვნის.

 

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გეოლოგიური კვლევის ოფისის ჰიდროგეოლოგიური და ეკოგეოლოგიური კვლევის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის თქმით, პირველი თანამგზავრის გაშვება იგეგმება 2022 წლის ივნისში იგეგმება, ხოლო  2023 წლის მაისის ბოლოსთვის 36 თანამგზავრი გაეშვება.

 

თანამგზავრები უზრუნველყოფენ მაღალი რეზოლუციის სურათებს, რაც ხელს შეუწყობს მილიმეტრიანი გეოლოგიური დეფორმაციის განსაზღვრას. ეს შესაძლებელს გახდის მეწყერის და სხვა გეოლოგიური კატასტროფების პროგნოზირებას.

25-08-2021, 23:16    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი