სებ-ის პროგნოზით, ინფლაცია 2022 წლიდან შემცირდება

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მაკროეკონომიკური სცენარის თანახმად, 2021 წელს ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა ეტაპობრივად აღდგება და მოსალოდნელია, რომ  COVID-19-ის მართვის გაუმჯობესებული მეთოდები და გაფართოებული ვაქცინაცია პანდემიის გავრცელებას კონტროლს დაუქვემდებარებს.

 

მიმდინარე წელს, საბაზო სცენარით, ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება, რასაც, დიდწილად, საერთაშორისო ბაზარზე მკვეთრად მომატებული სასაქონლო პროდუქტების ფასები განაპირობებს. მოსალოდნელია, რომ ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით მოქმედი დროებითი ფაქტორების ამოწურვასთან ერთად, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის პირობებში, 2022 წლიდან ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და, საშუალოვადიან პერიოდში, სამიზნე მაჩვენებელს დაუახლოვდება.

 

2021 წლის ივლისის მდგომარეობით, წლიური ინფლაცია 11.9%-ს შეადგენს.

 

23-08-2021, 14:40    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი