Amazon მასშტაბური უნივერმაღების გახსნას გეგმავს

კომპანია Amazon უნივერმაღის ტიპის საცალო ვაჭრობის მსხვილი ობიექტების გახსნას გეგმავს. ამის შესახებ The Wall Street Journal წყაროზე დაყრდნობით იუწყება. თავის პირველ უნივერმაღებს Amazon კალიფორნიისა და ოჰაიოს შტატებში გახსნის. თითოეული მათგანი 30 000 კვადრატული ფუტის ფართობზე განთავსდება.

 

„ეს ნაბიჯი Amazon-ის უახლესი ექსპერიმენტი იქნება ამჯერად ფიზიკური საცალო მაღაზიების ბაზარზე მას შემდეგ, რაც დაიპყრო ამ მაღაზიათა საბაზრო წილი ელექტრონული კომერციის ბიზნესში,“ - წერს The Wall Street Journal.

 

გაზეთის ცნობით, სიახლემ დიდი გავლენა მოახდინა საცალო ვაჭრობის ინდუსტრიაზე და განსაკუთრებით, ბაზრის მსხვილი მოთამაშეების აქციებზე. Target-ის, Bed Bath & Beyond-ისა და Best Buy-ის აქციები პრემარკეტზე 1,5%-ით, ხოლო Walmart-ის 1%-ით დაეცა.

 

ბოლო წლებში კომპანიამ Whole Foods Market შეიძინა, გახსნა წიგნის ჩვეულებრივი მაღაზიები, ასევე, Amazon-ის ბრენდის სასურსათო მაღაზიები და 24-საათიანი მაღაზიები მოლარის გარეშე.

 

„ფიზიკურ მაღაზიებს უფრო მეტი ფიქსირებული ხარჯი აქვს, მაგრამ მათ მეტი ყურადღების მიპყრობა შეუძლიათ და მომხმარებლებს, მაგალითად, ტანსაცმლის მიზომვის საშუალებაც ეძლევათ,“ - წერს გამოცემა. მისი შეფასებით, უნივერმაღები Amazon-ს ტექნოლოგიური პროდუქციისა და ტანსაცმლის მეტი რაოდენობით გაყიდვაში დაეხმარება. ორი წლის წინათ Amazon-მა ტანსაცმლის ამერიკულ ბრენდებს მაღაზიების გახსნის შესახებ მიმართა, თუმცა ჯერ უცნობია, თუ რომელი ბრენდის ტანსაცმელი გაიყიდება. ელექტრონული კომერციის გიგანტი პროდუქციის გაყიდვას თავისი ეტიკეტითაც გეგმავს.

 

„უნივერმაღების ბაზარზე Amazon-ის შესვლა ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფ საცალო ვაჭრობის სეგმენტს კიდევ უფრი დიდი წნეხის ქვეშ მოაქცევს,“ - წერს გაზეთი და საცალო მოვაჭრე J.C. Penney-ს, Lord & Taylor-ისა და Neiman Marcus-ის მაგალითი მოჰყავს, რომლებიც გასულ წელს გაკოტრდნენ.

 

წელს Amazon-ის აქციები 1%-ზე მეტად გაუფასურდა, რის შედეგადაც კომპანიის საბაზრო ღირებულებამ 1, 59 ტრლნ დოლარი შეადგინა.

21-08-2021, 20:14    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი