ქართული ჩაის ექსპორტი იზრდება - სად ვყიდით პროდუქტს

ქართული ჩაის ექსპორტი იზრდება. 2021 წლის იანვარ-ივლისში ქვეყნიდან 912,3 ათასი დოლარის ღირებულების ჩაი გავიდა, რაც 64,3%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შარშან ჩაის ექსპორტიდან შემოსავალმა 555 ათასი დოლარი შეადგინა, ექსპორტზე კი 748 ტონა ჩაი გავიდა.

 

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის 7 თვეში ქართული ჩაის ექსპორტი 20-ზე მეტ ქვეყანაში განხორციელდა. ყველაზე დიდი რაოდენობით კი გავიდა შემდეგ ქვეყნებში:

 

მონღოლეთი - 400 ტონა (219,9 ათასი დოლარი)

ყაზახეთი - 288,9 ტონა (115,5 ათასი დოლარი)

რუსეთი - 110 ტონა (90,7 ათასი დოლარი)

თურქმენეთი - 83,1 ტონა (150,9 ათასი დოლარი)

უკრაინა - 64,3 ტონა (119,5 ათასი დოლარი)

 

21-08-2021, 20:11    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი