უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 22 - 24 აგვისტოს საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს.

 

ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +17, +32გრადუსია მოსალოდნელი.

 

22 აგვისტოდან დასავლეთ საქართველოში გაწვიმდება და შედარებით აგრილდება. 22-დან 24 აგვისტოს ჩათვლით ხანმოკლე წვიმების ტენდენცია შენარჩუნდება, ჰაერის ტემპერატურა +16, +32გრადუსი იქნება.

 

აღმოსავლეთ საქართველოში 22 აგვისტოს მაღალი ტემპერატურის ფონზე (+18, +36გრადუსი) ზოგან იწვიმებს, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

 

23-24 აგვისტოს აღმოსავლეთის უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ჰაერის მინიმალური ტემპერატურა იქნება +16 გრადუსი, ხოლო მაქსიმალური მაჩვენებელი +36 გრადუსს მიაღწევს.

 

თბილისში 22-23 აგვისტო უნალექოდ ჩაივლის, 24 აგვისტოს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. 

 

ჰაერის ტემპერატურა +20, +34 გრადუსი დაფიქსირდება.

21-08-2021, 19:50    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი