"ქვეყანა ახალი ლოქდაუნის წინაშე დგას" - მამუკა ხაზარაძე

"ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში ქვეყანაში არსებულ მძიმე ეპიდსიტუაციას ეხმაურება და წერს, რომ ქვეყანა ახალი "ლოქდაუნის" წინაშე დგას.

 

"ყოველ 10 დღეში საშუალოდ 500 ადამიანი გვიკვდება კოვიდის გამო!!!

 

ვაქცინაციის პროცესი ნელა მიდის, საავადმყოფოები გადავსებულია!

 

ქვეყანა ახალი ლოქდაუნის წინაშე დგას.

 

საქსტატის მონაცემით ქვეყანაში 22.1% უმუშევარია, რეალურად ეს ციფრი გაცილებით დიდია.

 

სანამ საზოგადოება პასუხს არ მოსთხოვს ამ უუნარო მთავრობას თითოეული გარდაცვლილი მოქალაქის გამო, სანამ უმუშევრები ამ მდგომარეობას არ გააპროტესტებენ ისე, როგორც ეს სხვა ნორმალურ ქვეყნებში ხდება, სანამ ყველა გადასახადის გადამხდელი არ გააპროტესტებს მილიარდობით აღებული ვალის უმიზნო და კორუფციულ ხარჯვას, მანამდე პრეტენზია ქვეყნის ნორმალურ განვითარებაზე ნურავის ექნება.

 

ოცნებების და ბოლის გამოშვების დრო უნდა დამთავრდეს, ქვეყანას სჭირდება პატიოსანი და რეალური საქმე!", - წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

 

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, ვირუსით კიდევ 58 ადამიანი გარდაიცვალა.

19-08-2021, 16:23    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი