ბეზოსი ისევ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია

Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი ისევ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია. რეიტინგს Forbes აქვეყნებს.

 

გამოცემა აღნიშნავს, რომ ივლისის ბოლოს ბეზოსმა პირველობა კონგლომერატ LVMH-ის მფლობელს, ბერნარ არნოს დაუთმო, თუმცა ახლა ისევ რეიტინგის სათავეშია.

 

"მიუხედავად იმისა, რომ Amazon-ის აქციები ოთხშაბათს 1.3%-ით დაეცა და ბეზოსის ქონება 1.3 მილიარდი დოლარით შემცირდა, LVMH-ის აქციები 5.2%-ით დაეცა, ხოლო არნოს ქონება 9.9 მილიარდი დოლარით შემცირდა", - წერს Forbes.

 

Forbes-ის რეიტინგის მიხედვით, ბეზოსი ამჟამად რეიტინგის პირველობას 185,9 მილიარდი დოლარით ინარჩუნებს. მეორე ადგილზეა Teslas და SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი (180,5 მილიარდი დოლარი). მესამეზეა არნო 173,3 მილიარდი დოლარით.

19-08-2021, 16:10    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი