მექსიკაში ქარიშხალის გამო განგაში გამოცხადდა

მექსიკის ხელისუფლებამ კინტანა-როოს შტატში განგაშის ნარინჯისფერი დონე გამოაცხადა. საკურორტო რაიონებს პირველი კატეგორიის ქარიშხალი "გრეისი" უახლოვდება. ინფორმაციას ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის რეგიონული სამმართველო ავრცელებს.

 

რეგიონის ხელმძღვანელობამ მოუწოდა მოსახლეობას, დაიცვას უსაფრთხოების ზომები და ოფიციალურ შეტყობინებებს თვალი ადევნოს.

 

მანამდე, მაშველებმა ტულუმის მიდამოებიდან დაახლოებით 120 ადამიანი გამოიყვანეს. კანკუნის აეროპორტში 66 რეისი გაუქმდა.

19-08-2021, 15:55    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი