2020 წელს საქართველოში 570 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა

დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წელს 572.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მონაცემებზე 57.2 პროცენტით ნაკლებია, ხოლო 2020 წლის წინასწარ მონაცემებზე 7.3 პროცენტით ნაკლები.

საქსტატის მონაცემებით, შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად სახელდება რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში, რამაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი 283.0 მლნ აშშ დოლარით შეამცირა.

საქსტატმა ასევე დააზუსტა საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2016 წლიდან. შესაბამისად, ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია დაზუსტებული მაჩვენებლები და შესაბამისი ცვლილებების გამომწვევი ძირითადი მიზეზები:

inv-1629098289.jpg

ამასთან, საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 87.5 პროცენტი შეადგინა.

2020 წელს ორი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობაში, 2020 წლის დაზუსტებული მონაცემებით, 88.1 პროცენტი შეადგინა. პირველ ადგილზე გაერთიანებული სამეფო იმყოფება - 53.0 პროცენტით (303 მლნ აშშ დოლარი), მეორეზეა ნიდერლანდები 35.1 პროცენტით (200.7 მლნ აშშ დოლარი), ხოლო მესამეზე - აშშ 17.2 პროცენტით (98.4 მლნ აშშ დოლარი).

ძირითადი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნები საქართველოში 2020 წლის მიხედვით (მლნ აშშ დოლარი):

screenshot-1-1629098428.jpg

ამასთან, საქსტატის ცნობით, 2020 წელს ორი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 88.0 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 404.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 70.7 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება სამთომოპოვებითი მრეწველობის სექტორი 98.8 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - უძრავი ქონების სექტორი 90.3 მლნ აშშ დოლარით.

18-08-2021, 10:21    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი