როგორ მოვამზადოთ იდეალური შოკოლადის ლავა

ინგრედიენტები

 

კვერცხი - 3 ცალი

შაქარი - 4 სკ

შავი შოკოლადი - 170 გ

ფქვილი - 2 სკ

კარაქი - 110 გ (+ 1 ჩკ ფორმების გასაპოხად)

მარილი

ვანილი

 

 

მომზადების წესები

შოკოლადი და კარაქი გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე. კვერცხი და შაქარი ავთქვიფოთ, დავუმატოთ გამდნარი კარაქი და შოკოლადი, დავაცრათ ფქვილი, მარილი და ვანილი. ნამცხვრის პატარა ყალიბებს წავუსვათ კარაქი და ჩავასხათ ბისკვიტის მასა. გამოვაცხოთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 7-10 წთ. მივირთვათ მომზადებისთანავე.

18-08-2021, 10:18    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი