ზურაბ ზვიადაურს ბრალს დღეს წარუდგენენ

ოლიმპიურ ჩემპიონ ზურაბ ზვიადაურს ოფიციალურად ბრალს დღეს წარუდგენენ.

 

ზვიადაური თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორში იყოფება. ის დუმილის უფლებით სარგებლობს.

 

ცნობისთვის, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანადალში მომხდარი მკვლელობისთვის ოლიმპიური ჩემპიონი და "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი, ზურაბ ზვიადაური დააკავეს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზურაბ ზვიადაურმა 1994 წელს დაბადებულ ნ.კ.-ს ესროლა, რომელმაც მისი ძმა, ზვიად ზვიადაური მოკლა.

 

დაკავებულია, ასევე, ზვიადაურის ახლო ნათესავი - ჯაბა ჯანგირაშვილიც. გამოძიების ინფორმაციით, სწორედ ჯანგირაშვილის იარაღიდან გაისროლა ზვიადაურმა. მას იარაღის უკანონო შენახვას ედავებიან, რასაც ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა.

 

ცნობისთვის, თელავის რაიონში 3 ადამიანი მანქანაში ჩაცხრილეს. სამივე მათგანი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

 

მკვლელობის ფაქტზე ორი პირია დაკავებული.

18-08-2021, 10:13    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი