უნდა დავირაზმოთ ვაქცინაციისთვის - თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მიუხედავად უკიდურესად დაძაბული სიტუაციისა პესიმიზმს არ უნდა მივეცეთ.

 

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში საწოლების, ჯანგბადის აპარატების და მედიკამენტების საკმარისი ოდენობაა.

 

"ამოეწურათ ოპონენტებს ყველა ჩივილის საშუალება. საწოლფონდიც საკმარისია, სუნთქვის აპარატებიც მეტობით არის, 750 სუნთქვის აპარატია მობილიზებული მარტო კოვიდისთვის და მათგან გამოყენებულია 350 ანუ ნახევარი. მედიკამენტის დეფიციტი არ ყოფილა. ჟანგბადის დეფიციტი არ ყოფილა, მაშინ როდესაც წამყვან ქვეყნებში უჟანგბადობით იხრჩობოდნენ პაციენტები. არაფრის ნაკლებობა არ ყოფილა. მიუხედავად უკიდურესად დაძაბული სიტუაციისა, ჩვენ პესიმიზმს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივეცეთ, ხელები არ უნდა ჩამოვუშვათ, პირიქით, უნდა გამოვიჩინოთ არნახული სოლიდარობა, უნდა დავირაზმოთ ვაქცინაციისთვის და რეგულაციების შესრულებისთვის. ეს ყველაფერი გადაივლის. ჩემი აზრით, ორ კვირაში უკვე შედეგს მოგვცემს რეგულაციების შესრულებაზე გამკაცრება და ცოტა უკვე გვიან ვაქცინაციაც მოგვცემს თავის შედეგს", - განაცხადა ცერცვაძემ.

18-08-2021, 10:11    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი