აშშ-ს რუსეთის საბაზრო ეკონომიკის სტატუსის ჩამორთმევა სურს

აშშ-მა რუსეთის საბაზრო ეკონომიკის სტატუსისადმი შესაბამისობაზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს მიერ ოფიციალურ გამოცემა Federal Register-ში გამოქვეყნდა.

 

ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ დაინტერესებულ მხარეებს საკუთარი კომენტარების გაგზავნა 30 აგვისტომდე შეუძლიათ.

 

უწყება განმარტავს, რომ რუსეთის საბაზრო ეკონომიკის სტატუსზე გამოძიება დაწყებულია ანტიდემპინგური ანალიზის საფუძველზე, რომელიც უკავშირდება რუსეთიდან ნიტრატ-ამონიუმის მიწოდებას.

 

აშშ-ს ვაჭრობის სამინისტროს მოჰყავს 1930 წლის კანონი ტარიფებზე, რომელშიც გაწერილია კრიტერიუმები ამა თუ იმ ქვეყნის ურთიერთობის საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყანასთან. კანონში 6 კრიტერიუმია დაფიქსირებული, რომელთანაც შესაბამისობა იძლევა საბაზრო ეკონომიკის განსაზღვრის საშუალებას თუ ქვეყნის ეკონომიკა არ შეესაბამება რომელიმე კრიტერიუმს, მაშინ უფლების მქონე ორგანოს (ანუ ვაჭრობის სამინისტრო) შეუძლია ქვეყნის კვალიფიცირება, როგორც არა საბაზროსი.

17-08-2021, 10:03    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი