თურქეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

თურქეთის შავი ზღვის ჩრდილოეთ პროვინციებში ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, 13 დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN Turk ავრცელებს.

 

მისი ცნობით, ორი ადამიანი კასტამონუს პროვინციაში მეწყერის შედეგად დაიღუპა, კიდევ სამი წყლის ძლიერმა ნაკადმა წაიღო.

 

ბართინის პროვინციის ულუსის რაიონში 85 წლის ქალი დაიკარგა მას შემდეგ, რაც მისი სახლი დაინგრა.

 

 

თურქეთის შავი ზღვის სანაპიროზე, კასტამონუს პროვინციაში, ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული წყალდიდობის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამმართველო ავრცელებს.

 

უწყება აღნიშნავს, რომ სტიქიის ზონაში სამძებრო და სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

 

ცნობისთვის, სინოპის პროვინციაში, ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული მეწყერის გამო რამდენიმე სახლი დაინგრა. წყალმა ადგილობრივი მოსახლეობის მანქანები წაიღო. 

12-08-2021, 14:58    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი