ძალიან მალე წავალ - ალექსანდრე ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ქვეყნის პრეზიდენტის პოსტს "ძალიან მალე" დატოვებს და მას სხვა ადამიანი შეცვლის.

 

"მე შევეზარდე ამ ქვეყანას, ის კი - მე. მე არ მესმის, როგორ არის შესაძლებელი ცხოვრება: პენსიაზე წასვლა ან სხვა რაიმე საქმის კეთება - ჯერ ვერ წარმომიდგენია ეს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ სკამს ჩავებღაუჭე და ჩალურჯებული თითებით დავიჭერ. არა, ჩემს შემდეგ მოვლენ ადამიანები და ძალიან მალეც კი", - განაცხადა ლუკაშენკომ.

 

კითხვაზე, ვინ იქნება ბელარუსის პრეზიდენტის მის შემდეგ, ლუკაშენკომ აღნიშნა: "არ არის საჭირო მარჩიელობა, როდის წავა ლუკაშენკო და ა.შ. ძალიან მალე"

9-08-2021, 22:06    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი