Duty Free-ის დამფუძნებელმა მთელი ქონება ქველმოქმედებას შესწირა

საცალო გაყიდვების ფირმა Duty Free Shoppers-ის დამფუძნებელმა, 90 წლის ჩარლზ „ჩაკ“ ფინიმ, მთელი მისი ქონება ქველმოქმედებისთვის გაიღო. ყოფილმა მილიარდერმა მისი გადაწყვეტილება პირველად 1984 წელს გაასაჯაროვა, სანუკვარ მიზანს კი გასულ წელს მიაღწია, როდესაც ქველმოქმედებას 8 მილიარდამდე აშშ დოლარი შესწირა.

 

ჩარლზ ფინიმ ქონება საცალო გაყიდვების ფირმა Duty Free Shoppers-ის დაარსების შემდგომ, კონიაკების, პარფიუმერიისა და თამბაქოს გაყიდვით დააგროვა. მიუხედავად მილიარდობით ქონებისა, ქველმოქმედი მთელი ცხოვრების მანძილზე მოკრძალებულად ცხოვრობდა. თავისი პირველი 600 მილიონი ფინიმ სრულიად ანონიმურად გასცა. თუმცა, მალევე დაიწყო საჯაროდ ქადაგება მისი ცხოვრების მთავარი დევიზის – Giving While Living (გაეცი, სანამ ცოცხალი ხარ).

 

ფინის საქველმოქმედო ფონდი, Atlantic Philanthropies, 2020 წელს, მილიარდერის ქონების მთლიანად გაცემის შემდგომ დაიხურა. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, ფინის მთლიანი ქონება დაიხარჯა ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა განათლება, ჯანდაცვა, უთანასწორობასთან ბრძოლა და ა.შ. 90 წლის მილიარდერის ქონებიდან 3.7 მილიარდი განათლების სისტემის განვითარებასა და ინოვაციებს მოხმარდა, აქედან 1 მილიარდი სრულად დაიხარჯა კორნელის უნივერსიტეტზე, რომელშიც ფინიმ განათლება მიიღო. გარდა ამისა, ქველმოქმედმა დაახლოებით 870 მილიონი გამოყო სოციალური ცვლილებებისა და ადამიანთა უფლებების დაცვისთვის, 700 მილიონი კი ჯანდაცვას მოხმარდა.

 

აღსანიშნავია, რომ ჩაკის ქველმოქმედება მისაბაძი აღმოჩნდა ისეთი მილიარდერებისთვის, როგორებიც ბილ გეითსი და უორენ ბუფეტი არიან. მილიარდერებმა ერთობლივად დააარსეს „The Giving Pledge“, რომელიც მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს მოუწოდეს თავიანთი ქონების ნაწილი სიცოცხლის განმავლობაში საქველმოქმედო საქმეებისთვის გაიღონ.

 

წყარო : Forbes.ge

9-08-2021, 21:55    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი